შაბათი, 2024-04-20, 11:00 AM
მოგესალმები Guest | RSS



შესვლის ფორმა
ძებნა


საერთაშორისო გვერდები















ჩანაწერების არქივი







ჩვენი გამოკითხვა
ვის უფრო მეტ ნდობას უცხადებთ?
სულ პასუხი: 43

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0


რუბრიკა რეგიონებში თქვენ შეიტყობთ ვრცელ ინფორმაციას
 საქართველოს კუთხეების ღირშესანიშნაობებზე, ადათ-წესებზე,
ადგილობრივ მცხოვრებლებზე,
მათ პრობლემატურ თემებზე.
სიღნაღი ოდითგანვე უამრავი სტუმრის მასპინძელი იყო. აქ მშვენიერ და უძველეს ქალაქს არ აკლდა მნახველი, რომელთა შღაბეწდილებებიც არაერთგზის ხმამაღლა გამოთქმულა. თუმცა ქალაქი მცოფლიოს ინტეტესის სფერიში მას შემდეგ მოექცა რაც 2007 წელს საქართველოს პრეზიდენტის ბრძალებულების თანახმად აქ დაიწყო სარეაბილიტაციო სამუშაოები, რის შემდეგაც რეაბილიტირებულია ქალაქის ძველი უბნები, განახლებულია ინფრასტრუქტურის თითქმის ყველა დარგი. დღეს კი მას ,,სიყვარულის ქალაქად” მოიხსენიებენ.
Mე-19 საუკუნისთვის სიღნაღის მაზრა ცნობილი იყო თავისი განვოთარებული ეკონომიკით. Iგი წარმოადგენდა ხელოსნობის, ვაჭრობისა და კულტურის უმსხვილეს ცენტრს მთელს აღმოსავლეთ საქართველოშო.
    სიღნაღი იყო ერთ-ერთი პირველი ქალაქი საქართველოში, სადაც 1872 წ. 19 აგვისტოს გაიმართა პირველი ოფიციალური თეატრალური ქარმოდგენა. სიღნაღის სცენაზე გამოდიოდნენ ცნობილი მსახიობები: სანდრო ახმეტელი, ლადო მესხიშვილი, ელისაბედ ჩერქეზიშვილი, ვასო აბაშიძე და სხვა.
სიღნაღი იყო რიგით მე-5 ქალაქი, სადაც ქართულ ენაზე გამოვიდა პირველი დაბეჭდილი გაზეთი (1912წ ,,ხმა კახეთისა”)
    სიღნაღი განსაკუთრებული ქალაქია თავისი მდებარეობით, არქიტექტურით, სიღნაღელობით... ქალაქთან მახლობლად მდებარეობს ქართველთა სავანე, ბოდბის წმ. ნინოს მონასტერი, რომელიც მე-4 საუკუნეშია საფუძველჩაყრილი. Aსევე მდიდარია ისტორიული და კულტურული ძეგლებით.
ისტორილი ქალაქი სიღნაღი გადაჭიმულია ცივგომბორის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. იგი ხღვის დონიდან 750 მ. სიმაღლეზეა, თბილისიდან ქალაქი დაშორებულია 113 კმ-ით. შიტყვა სიღნაღი ,,თავშესაფარს” ,,სანგარს” ნიშნავს.
ქალაქში რესტავრირებულია დაახლოებით 200 ობიეწტი, დაიგო ქვაფენილები, განახლდა ქუჩები, მოწესრიგდა წყლისა და ელექტროგაყვანილობის ქსელები. შენობები გადაიხურა კერამიკული ფილებით, რეკონსტრუქცია ჩაუტარდა საცხოვრებელ სახლებს, კვების ობიექტებს, კეტძო სასტუმროებს და ბანკის წამყვან ფილიალებს.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი უძველესი სოფელი ქვ. მაჩხანი, ზემოთ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სამშენებლო ნარჩენებისგან გაიწმინდა, რაც თავად ადგილობრივების დიდი სურვილი იყო.
2009 წელს რეაბილიტირებულია სოფელ ვაქირის და საქობოს საკარო სკოლები, ხოლო სოფელ ჯუგაანში, სადაც სკოლის შენობა იმდენად ავარიული იყო, რომ საფრთხეს ქმნიდა, 2008 წელს დაიწყო გრანდიუზული პროექტი, სოფელში შენდება სრულიად ახალი, ევრო სტანდარტებით გათვალისწინებული სკოლა. სამშენებლო სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით მიმდინარეობს. ასევე წელლს შეკეთდა ქ. წნორის #1 საჯარო და სოფელ ანაგის საჯარო სკოლები.
სიღნაღი ტურისტულ ცენტრად იქცა. თურისტული სეზონი აქ მაისის ბოლოს იწყება და ნოემბრის ბოლომდე გრძელდება. ქალაქის ყველაზე საინტერესო ნაწილია რასტავრირებული ისტორიული უბნები ( ნ.ბარათაშვილის, ცოტნე დადიანის, მერაბ კოსტავას, ტუსთაველის, თამარ მეფის, 9 აპრილის, დ.აღმაშენებლის, ვახტანგ გორგასლის ქუჩები.) ისტორიული შენობა – ნაგაბობები, რომლებიც უძველესი დროიდან თავისებური არქიტექტორული სტილით გამოირჩევა, თითქმის მთლიანად პირვანდელი სახითაა აღდგენილი.
ქ. სიღნაღის რეაბილიტაციის გარდა, მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე 2007 წლიდან დღემდე ჩატარდა სხვა მაშტაბური სამუშაოებიც.
უამრავი ყოფითი პრობლემების მოსაგვარებლად სოფლის მხარდაჭერის, მუნიციპალური განვითარების ფონდის, გარემოს დაცვის სამინისტროს და საგზაო დეპარტამენტის მიერ გამოყოფილი თანხებით, სხვადასხვა სოფელში განხორციელდა სხვადასხვა სამუშაოები. Qალაქებისა თუ სოფლების ყველა მაჟორითარი დეპუტატი, მუნიციპალიტეტის გამგებელი და საკრებულოს თავჯდომარე მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავდა და ცდილობდა ამ შეხვედრებისას გაერკვია საზოგადოებისთვის მთავარი პრობლემები. მუნიციპალიტატის მთელს ტერიტორიაზ ამავე პრინციპიტ გამკითხვა ჩაატარა გამგეობის მედიასა და საზოგადოებასთან ერთიერთობის სამსახურმა. შოფლის დახმარების პროგრამა თითოეულ სოფელში მასახლეობისთვის პრიორიტეტული საკითხების გათვალისწინებით ხორციელდება.
მიმდინარე წელლს განსაკუთრებული ყურადღება მიექცა საბავშვო ბაღების და სკოლების რეაბილიტაციას, სასმელი წყლების სისტემების შეკეთებას და გზების მშენებლობას.
თითოეული გაკეთებული საქმე ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის დიდი სიხარულის მომტანია. თითქმის ყველა სოფელში მოიხსნა სასმელი წყლის პრობლემა, გაიწმინდა წყლის სათავე-ნაგებობები რიგ სოფლებში უკვე აღდგენილია გაზსადენი ქსელები, ზოგ სოფელში კი გრძელდება გაზიციფირების სამუშაოები.
ჭლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემების ეტაპობრივი მოგვარება აქტიურად გრძელდება. კერძოდ, წელს კაპიტალურად შეკეთდა სოფელ ტიბაანის და დედოფლისწყაროს რაიონის დამაკავშირებელი 5 კილომეტრიანი გზატკეცილი. ამ ეტაპზე გზის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს სოფლების ნუკრიანი-მაღარო-ბოდბის-და ბოდბისხევი-ჯუგაანი-ტიბაანის გზის მონაკვეთებზე.
2008 წლიდან დღემდე მუნიციპალიტეტში რამდენიმე ახალი საბავშვო გახსნა თუ რეაბილიტაცია მოხდა.
განახლებული სიღნაღი კვლავაც მრავალ ნმახველს მოხიბლავს და მოაჯადოვებს თავისი მშვენიერებით. აქ მაცხოვრებლები კი როგორც ყოველთვის, იამაყებენ იმით რომ სიღნაღელები არიან.





გიორგი ჩალათაშვილის პროფესიული გზა საკმაოდ სოლიდურად გამოიყურება.

კახეთის რეგიონი გამოირჩევა თავისი კულტურით და განსაკუთრებული ტრდიციებით. განთქმულია როგორც მევენახეობით ასეევე ხუროთმოძღვრების ნიმუშებით. იყო დრო როდესაც რეგიონებს და მთლიანად საქართველოს ინფრასტრუქტურის განვითარებას ყურადღება არ ექცეოდა. თუმცა დღეს უკვე თამამად უნდა ითქვა, რომ რაიონის მუნციპალიტები და თავად გამგებლები აქტიურად არიან ჩართულნი ყოფითი პრობლემების მოგვარებაში. ამ ნომერში ჩვენი ყურადღება საგარეჯოს რაიონზე შევაჩერეთ. საგარეჯოს რაიონის მუნიციპალიტეტის რწმუნებელი ბატონი გიორგი ჩალათაშვილი აქტიურად იღწვის რეგიონის განვითარებისთვის. პროფესიით ექიმმა საკმაოდ დიდი პროფესიული გზა განვლო ვიდრე აღნიშნულ თანამდებობაზე დაინიშნებოდა. მისი საჯარო საქმიანობაში მოღვაწეობა საკმაოდ სოლიდურად გამოიყურება, რაც მოსახლეობას აძლევს იმის საბაბაბს, რომ მას უფრო მეტი ნდობა გამოუცხადონ.
ბატონო გიორგი თქვენ საკმაოდ საინტერესო პროფესიული გზა განვლეთ როგორც ექიმმა, ამასთანავე მოგიწიათ საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მუშაობა ამ სფეროში. დღეს კი ერთ-ერთ რაიონს ხელმძღვანელობთ, რა არის ეს თქვენთვის პასუხისმგებლობის გრძნობა თუ ხალხის სამსახურში ყოფნა?
ხალხის სამსახური, ჯერ კიდევ ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ სოფლის ამბულატორიის  ექიმის ამპლუაში დავიწყე. შემდგე კი იყო სხვადასხვა სამსახურები და მე ვთვლი, რომ ვიდრე კონკრეტულად რაიონის გამგებელი გავხდებოდი მანამდეც  ხალხს ვემსახურებოდი. სოციალურ და სამედიცინო სფეროში არსებული პრობლემები ყოველთვის საყურადღებო იყო ყველა ადამიანისთვის, განსაკუთრებით კი საქართველოს მოსახლეობისთვის, როდესაც გააქვს ამ სფეროსთან შეხება შენთვის ეს პრობლემა უფრო მტკივნეული ხდება და გინდა, რომ მეტი გაუკეთო მოსახლეობას. ჩვენს რაოინში მოხდა 2009 წლის ბიუჯეტის განხილვა და გეტყვით, რომ სოციალურ სფეროში გაცილებით მეტი თანხა არის გამოყოფილი. თუმცაღა ისიც აღსანიშნავია, რომ რაიონული საავადმყოფო გადაეცა ბლოკ ჯორჯიას, სამწუხაროდ მას არანაირი კომუნიკაცია არ დაუმყარებია მედ პერსონალთან, სტაციონალი როგორც მოზრდილების ასევე ბავშვთა საავადმყოფო საკმაოდ სავალალო მდგომარეობაშია. თუმცაGგვაქვს პოლიკლინიკა, რომელიც ამ ხელისუფლების მოსვლის შემდეგ სასწრაფოდ კარგად გარემონდა.  ეს არ არის მხოლოდ სამედიცინო დაწესებულება, ეს არის ბაზა, სადაც მზადდებიან სხვა რაიონის ოჯახის ექიმები. ოჯახის ექიმის პროექტიც საკმაოდ წარმატებით და ოპერატიულად მუშაობს. M მქონდა ჯანდაცვის მინისტრთან საუბარი და  ვიმედოვნებ, რომ საავადმყოფოსთან დაკავშირებულ პრობლემასაც მალე მოვაგვარებთ.
მოდით გადავიდეთ ინფრასტრუქტურის განვითარებაზე…,,,
 
2009 წელი, ქალაქისთვის წლების განმავლობაში არსებული პრობლემების მოგვაარებით გამოირჩეოდა. `მუნიციპალური განვითარების ფონდის~ დაფინანსებით, მოხდა წყლის სისტემისა და საკანალიზაციო ქსელის მოწყობა და გზების რეაბილიტაცია. ალაზნის, ჭავჭავაძის, თბილისისა და კახეთის ქუჩებზე, მოეწყო საკანალიზაციო ქსელი (აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ ქუჩაზე მანმადე არც არსებობდა საკანალიზაციო სისტემა) ჩაეწყო პლასტმასის მილები და გაკეთდა საკანალიზაციო ჭები. მოიჭრა ქუჩების დაზიანებული ზედა ფენა, დაიყარა ქვიშა და დაიგო  ასფალტი.
გარდა გზების მოწყობისა, არანაკლები მნიშვნელობისაა სასმელი წყლის  სამუშაოების ჩატარება საგარეჯოში. Aმანამდე არსებული წყლის დებეტის უკმარისობის გამო,  ტყის მასივიდან, ე.წ. კოდის ძირიდან, ჩამოყვანილია ახალი სასმელი წყალი, მოწყობილია წყლის რეზერვუარები, აშენებულია  ავზები. ახლადგამოყვანილი სასმელი წყალი ქალაქის წყლის სისტემას მიუერთდება, რის საშუალებითაც, ქალაქი 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი ზაფხულში, ხოლო ზამთარში 12 საათით. ამასთან საგარეჯოს მუნიციპალიტეტში შემავალ თითქმის ყველა სოფელში დაწყებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და მოგვარებული წყლის პრობლემა.
ქ. საგარეჯოში რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და კეთილმოეწყო  დაცული ტერიტორიის წყლის სათავე ნაგეობას.  აღდგა დამცავი ღობე, დამონტაჟდა გარე განათების  ბოძები. რეგიონალური ფონდის დაფინანსებით, დასრულდა სოფლის შიდა და გარე ქსელების მოწყობა-რეაბილიტაცია. მთლიანად შეიცვალა წყლის ცენტრალური წყალსადენი. თუნუქის მილი, ახალი, 5 კმ და 400 მეტრი სიგრძის პლასტმასის მილით ჩანაცვლდა. მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიური სამსახური აქტიურად თანამშრომლობდა საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან მუნიციპალიტეტის პრიორიტეტული პროექტების წარსადგენად.
2009 წელს, სოფელ გიორგიწმინდაში განხორციელდა პროექტი ,,სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია~, პროექტში დასაქმებულნი იყვნენ რუსეთის აგრესიის შედეგად საგარეჯოში ჩასახლებული დევნილები, 2009 წლის ოქტომბერი-დეკემბრის თვიდან, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში  არასამთავრობო ორგანიზაცია  `ახალგაზრდა შემოქმედთა   საზოგადოება - სამოქალაქო ინტერნაციონალი~  ახორციელებს  პროექტს ,,ჯანსაღი ცხოვრება-ჯანსაღი მომავლისთვის~. ამას გარდა, სამუშაოების განხორციელებაში მონაწილეობა მიიღო სოფ. გიორგიწმინდის  მოსახლეობამ, რომლებმაც სამუშაოებში მონაწილეობისთვის, სასურსათო პროდუქტები მიიღეს.
სოფელ უდაბნოში განხორციელდა პროექტი `მიწის რეკულტივაცია~.
სოფელ პატარძეულში, პროექტი: ,,სასმელი წყლის აღდგენა~.
ქალაქ საგაარეჯოში ,,მილენიუმის~ მხარდაჭერითა   და დაფინანსებით,  გაიხსნა ,,ფერმერთა მომსახურების ცენტრი~, ასევე  მილენიუმის მხარდაჭერით, ქ. საგარეჯოში იგეგმება ,,სამაცივრე სასაწყობე მეურნეობის~ გახსნა. ვიმედოვნებ 2010 წელშიც უამრავ წარმატებულ პროექტი განხორციელდება.


რამდენადაც ვიცით 2009 წელი საგარეჯოსთვის უამრავი კულტურული და ღონისძიებებით გამოირჩეოდა...

დიახ,ხშირად იმართებოდა საქველმოქმედო კონცერტები, სპექტაკლები. ამას გარდა, გაიმართა სხვადასხვა ღონისძიება სოციალურად შეჭირვებულთა დასახმარებლად. მთელი წლის განმავლობაში, ყურადღება ექცეოდა ახაგაზრდობის ჩართულობას  კულტურულ ღონისძიებებში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, 2009 წელს გამართულ ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში  გამარჯვება მოიპოვა ჩვენს სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარე საჯარო სკოლების 9 საუკეთესო მოსწავლემ, რომლებიც სამინისტროს მიერ სიგელებით  დაჯილდოვდნენ.
 სამინისტროს მიერ პორტატული კომპიუტერით  დაჯილდოვდება 19 წარჩინებული მოსწავლე, რომლებმაც საფეხური (9 კლასი) წარჩინებით დაამთავრეს და მიიღეს ქულობრივი შეფასება 7-10 ქულის დიაპაზონში.
მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 25 ოქროს და 14 ვერცხლის მედლის მფლობელია 39 მოსწავლე.
28-30 სექტემბერს ჩატარდა ტრენინგი თემაზე ,,საპროექტო განაცხადის წერა~ სადაც 40-მდე ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა.
პირველ ივნისს,  ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებაზე  ახალგაზრდა თვითნასწავლი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ ფასიანი საჩუქრებით.
15 აპრილს,  ჩატარდა  სიყვარულის დღისადმი მიძღვნილი კაფე-საღამო, სადაც მუნიციპალიტეტის მასშტაბით 200-მდე ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა, წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სახის კონკურსი,  გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ.
საპრეზიდენტო პროგრამა ,,პატრიოტის~ ფარგლებში, 2009 წელში პატრიოტულ ბანაკებში დასასვენებლად საგარეჯოს მუნიციპალიტეტიდან გაიგზავნა 40 ახალგაზრდა.
2009 წელს, საგარეჯოს მუნციპალიტეტის სპორტსმენებმა, მონაწილეობა მიიღეს სამოცამდე რესპუბლიკურ, რეგიონალურ და საერთაშორისო შეჯიბრებაში. მთლიანად ამ შეჯიბრებებში მოპოვებულია 56 ოქროს, 34 ვერცხლის და 76 ბრინჯაოს მედლები.
2009 წელს, ჭიდაობა სამბოში ევროპის ჩემპიონობა მოიპოვეს უშანგი კუზანაშვილმა და დავით სიმონიშვილმა. უშანგი კუზანაშვილმა  ბრინჯაოს მედალი მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონატზეც. თავისუფალ ჭიდაობაში, ევროპის ჩემპიონატზე, ახალგაზრდებს შორის, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა დავით ხუციშვილმა, რომელმაც ამ წარმატების გარდა, საერთაშორისო ტურნირებზე – თურქეთში, ირანსა და უკრაინაში, ვერცხლის ჭადრაკში, საქართველოს ჩემპიონატზე 16 წლამდე გოგონათა შორის, საგარეჯოელმა ნანი უნაფქოშვილმა მეორე ადგილი მოიპოვა. ამას გარდა, გაიმარჯვა ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში, საერთაშორისო ტურნირზე: `ოქროს პრაღა 2009~, მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ჩემპიონატზე 14 წლამდე გოგონათა შორის.
სპორტის  სხვადასხვა სახეობებს შორის,  საერთაშორისო ტურნირებზე და ოფიციალურ ჩემპიონატებში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტიდან  15 სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას.
რას ეტყვით საახალწლოდ თქვენს მოსახლეობას?
ვემზდბით საახალწლოდ, სოციალურად შეწირვებულ ხალხს ვეხმარებით პროდუქტით, სოციალურად შეჭირვებული ხალხისთვის კეთდება პროდუქტების ნობათი 150 ბენეფიციალებზე. საგარეჯოში არის ორი სათნოების სახლი, მათთვისაც ვამაზადებთ საახალწლო სუფრას. ასევეყველა საბავშვო ბაღებს გავუგზავნით საჩუქრებს. რაც შეეხება საახალწლო განწყობას, იგეგმება კულტურის სახლში საბავშვო სპექტაკლი, ხოლო ახალი წლის ღამეს გაიმართება ქალაქის ცენტრში საახალწლო კონცერტი. ჩემს მოსახლეობას ვულოცავ შობა ახალწელს ვუსურვებ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და ღთვის მადლს.