პარასკევი, 2024-03-29, 4:00 PM
მოგესალმები Guest | RSS


შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
[12]
ძებნა


საერთაშორისო გვერდები















ჩვენი გამოკითხვა
ვის უფრო მეტ ნდობას უცხადებთ?
სულ პასუხი: 43

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » ფაილები »

აჩიკო მეფარიძე და მისი 23 წლის უკრაინელი მეუღლე.
2009-12-18, 1:02 PM
რა არ მოსწონს ქართულ ესტრადაზე აჩიკო მეფარიძეს. აჩიკო მეფარიძე 23-წლის უკრაინელ ქალზე დაქორწინდა. პოლიტიკურმა დაძაბულობამ დღეს საქართველოში შოუბიზნესის ჩავარდნა გამოიწვია.

,,მითხარი”, კომპოზიტორ რუსა მორჩილაძის ამ სიმღერით გახდა მომღერალი აჩიკო მეფარიძე ცნობილი. შემდეგ კი იყო უამრავი სიმღერა მისი შესრულებით, რომელიც ყოველთვის ჰიტდებოდა. მისი სცენაზე სიმღერის შესრულების მანერა და სცენური ჩაცმულობა იმ დროს სხვა მომღერლებისგან ბევრად განსხვავდებოდა, რამაც მომღერალს უსაზღვრო პოპულარობა და ხალხის სიყვარული მოუტანა. დღეს იგი მოსკოვშია და თავის მოღვაწეობას იქ აგრძელებს, თუმცა როგორც თვითონ აცხადებს დროებით. რამ გამაპირობა მომღერლის მოსკოვში ,,გადაბარგება” და რის ნაკლებობას უჩივის ქართულ ესტრადაზე, იგი ამას სულ ცოტა ხნის წინ საქართველოში დროებით დაბრუნებული აჩიკო მეფარიძე თავად გვიამბობს და კიდევ ერთი, მომღერლის პირად ცხოვრებაში სიახლეა, ის  23 წლის უკრაინელ გოგონაზე დაქორწინდა და ძალიან ბედნიერია.
 რას უკავშირდება თქვენი  მოსკოვში გამგზავრება, როგორ ფიქრობთ, ქართულმა შოუბიზნესმა ამოწურა თავისი შესაძლებლობები? რადგან  უკვე მასიურ ხასიათს ატარებს მომღერლების სხვა ქვეყანებში გადასვლა?
უპირველესყოვლისა ვფიქრობ არ შეიძლება ითქვას, რომ ქართული შოუბიზნესი აღარ არსებობს, რადგან  ქართველი ხალხი საერთოდ ძალიან მუსიკალურია, ჩვენთან ძალიან დიდი პოტენციალია კულტურული შემოქმედების, ეს შეეხება სიმღერას თუ სხვა რამეს. მე ვთვლი რომ ეს არის დროებითი მოვლენა რომელიც ექვემდებარება გამოსწორებას, რადგან იყო დრო როდესაც არაფერი კეთდებოდა. მაგრამ მერე ალბათ გახსოვთ 99-2000 წლები და  სწორედ ამ წლებს უკავშირდება ზესვლა თანამედროვე მუსიკის. მერე კი ქვეყანაში იყო პოლიტიკურად დაძაბული პერიოდი. როდესაც ქვეყანაში არ არის სიმშვიდე, ეს პირველ რიგში კულტურის სფეროზე აისახება. როდესაც ქვეყანაში დაძაბული პერიოდია, ხალხს კონცერტები ნაკლებად აინტერესებს და შესაბამისად ვერც ერთი მომღერალი ვერ იქნება შემოქმედებითად აქტიური.
როგორც ამბობთ, საქართველოში შოუბიზნესის ჩავარდნა ეკონომიკურ-პოლიტიკურ არასტაბილურობას უკავშირდება, იგივე 99-2000 წლებშიც არ იყო ეკონომიური აღმავლობის პერიოდი, მაგრამ მაშინ ხომ იმართებოდა კონცერტები?
თუ იმ წლებს გავიხსენებთ მაშინ პოლიტიკური სიმშვიდე გაცილებით უფრო სტაბილური იყო. ამიტომ ზოგადად ხალხის სურადა, რომ რაღაც ახალი მიეღოთ. ეს იყო პერიოდი როდესაც ყველა მომღერალი აქტიურად ეწეოდა შემოქმედებით საქმიანობას. ვთვლი, რომ პოლიტიკურმა დაძაბულობამ გამოიწვია დღეს საქართველოში შოუბიზნესის ჩავარდნა.
  ძალიან ძნელია აქედან ჩასულმა მომღერალმა მოსკოვში დაიმკვიდროს ადგილი, თქვენ რა დაგხვდათ იქ და რა წარმატებეს მიაღწიეთ?
 გეტყვით, რომ მოსკოვში არანაირ ბაზას არავინ გიმზადებს. რუსეთში თვითონ შოუბიზნესის სფეროა განვითარებული. მომღერლებს ძალიან დიდი შემოსავალი აქვთ, ეს კი საშუალოდ 30-დან 50 ათას  დოლარამდე შეადგენს. გაცილებით უფრო მეტი შემოსავალი აქვთ იმ მომღერლებს  ვინც დიდი ხანი მოღვაწეობს რუსულ შოუბიზნესში. ეს არის ძირითადი მიზეზი რის გამოც მომღერლები მიდიან მოსკოვში ბედის საძიებლად. როდესაც მომღერალს არ აქვს შემოქმედებითი წინსვლა და ამასთან შემოსავალი ის შემოქმედაბითად კვდება, მოსკოვში გეძლევა შანსი გააკეთო შენი შესაძლებლობების მაქსიმუმი. არ ვთვლი, რომ მთლიანად მოსკოვში გადავედი და იქ ვმოღვაწეობ ეს ასე არაა. სანამ საქართველოში შოუბიზნესი ისევ გააქტიურდება და წამოვა ნიშნები იმისა, რომ აქ მომღერალს შეეძლება არსებობა, მანმადე მოსკოვში დავრჩები. იქ მაქვს კონცერტები, ვერ ვიტყვი რომ ბევრი მაგრამ ყოველშემთხვევაში ის კონცერტები და შემოსავალი რაც მოსკოვში მაქვს მყოფნის. ამასთან  კონცერტები მაქვს ამერიკაში და ესპანეთში. 2008 წელს მქონდა ბოლო ალბომის პრეზენტაცია რუსთაველის თეატრში. ეს იყო ჯაზურ თემატიკაზე შექმნილი სიმღერების ალბომი. ამ ალბომმა მომცა ის, რომ რომელ ქვეყანაშიც არ უნდა ვიმყოფებოდე ჯაზური მუსიკა ყველგან ესმით. მოხარული ვარ რომ ჩემმა ალბომმა დიდი მოწონება დაიმსახურა ჯაზურ სამყაროში. ამ ეტაპზე უფრო ჯაზური კონცერტები მაქვს, რადგან რუსეთში ქართულ სიმღერას ნაკლებად უსმენენ.
 გავიხსენოთ ის პერიოდი როდესაც თქვენ და ქ-ნი ლელა წურწუმია ძალიან პოპულარულები იყავით, თქვენ ამბობთ რომ შეცვალეთ სიმღერის სტილი, ლელამაც მეტნაკლებად,  რატომ?
ჩვენი პოპი მთლიანად არის ქართული და არ შეიძლება ეს მსმენელს არ მოსწონდეს. ეს მისაღებია იმ მსმენელისთვის რომელსაც უყვარს სოული, რომელიც უსმენს ამერიკული ტიპის მუსიკას. რუსეთში უფრო ევროპული მუსიკა ისმინება, საქართველოში ასეთი ტიპის მუსიკას ნაკლებად უსმენენ. მე დღესაც მიმაჩნია, რომ სიმღერები რომელიც მე და ლელამ 10 წლის წინ ჩავწერეთ რუსეთში ეხლა შემოდის. ჩვენ გაცილებით წინ ვართ ჩვენი სტილით და  შესრულების  დონით. დღეს ნამდვილად შეიცვალა ქართული პოპ მუსიკის დონე, რადგან რესტორნული მუსიკა უფრო გახდა პოპულარული, რომელსაც ,,ტაშაღლარულ მუსიკას” დავარქმევდი. ეს ადრე არასდროს მიღებული არ ყოფილა,ეხლა  კი მიუთითებს ქართული მუსიკის დაბალ დონეს. ვიმედოვნებ, რომ ახალგაზრდა შემსრულებლები მოახერხებენ ქართული სიმღერის ხარისხის და დონის აწევას, მაგრამ ამას ძალიან დიდი დრო დასჭირდება.
როგორ ფიქრობთ როგორი თაობა მოდის დღეს ქართულ შოუბიზნესში?
კარგი, თუმცა ვფიქრობ რომ ისინი იძულებულნი არიან შეასრულონ რესტორნის ტიპის სიმღერები, რათა ყავდეთ მსმენელი. ალბათ მოვა დრო როდესაც ეს შეიცლება. ერთადერთი რაც არ მომწონს ეს მათი  ვიზუალური მხარე და სცენური კულტურაა, ამ მხრივ ძალიან დახურულია ჩვენი ესტრადა. არსად არც ერთი შემსრულებელი მსოფლიოში ასე არ იცვამს. მომღერლის 50% წარმატება გარეგნულ მხარეს უკავშირდება. არ შეიძლება ის რაც ყველგან გაცვია იმით სცენაზე ახვიდე და იმღერო.
ვიცი რომ მოსკოვში არსებობს პიროვნება რომელიც გიყვართ.
საერთოდ ამა თუ იმ ცნობილი ადამიანის პირადი ცხოვრება საზოგადოებას ყოველთვის აინტერესებს, ეს ყველგან ასეა. გაგიმხელთ ერთ საიდუმლოს, რომელიც ჯერ არ მითქვამს აქაური ჟურლალისტებისთვის. მე დავქორწინდი, ჩემი მეუღლე ტატიანა რუდენკო  23 წლისაა, იგი ეროვნებით რუსია და ერთმენეთი ძალიან გვიყვარს. საერთოდ სიყვარულზე ცოტას ვსაუბრობ ხოლმე, იმიტომ რომ სიყვარული ისეთი რამაა, რომ მასზე ბევრი საუბარი საჭირო არაა.
ეხლა ერთად ჩამოხვედით?
არა, აქ მარტო ვარ ჩამოსული და თვის ბოლომდე დავრჩები.
ცნობილია რომ თქვენ ქართულ კლუბებს ძალიან ხშირად სტუმრობდით, იქ როგორ ატარებთ თავისუფალ დროს?
ვხვდები ჩვენს ქართველ მომღერლებს. ამასთან იქ არის ძალიან ბევრი გასართობი კლუბები. ძალიან მიყვარს ერთ-ერთი კლუბი, რომელშიც  ხშირად დავდივართ ახლა უკვე მე და ჩემი მეუღლე. ამ კლუბში რუსეთის მთელი ელიტა დადის. იქ ცოტაა კლუბები სადაც კარგი ხარისხის მუსიკას მოუსმენ.

                                                                                   სოსო კავკავაშვილი
კატეგორია: | დაამატა: interclub
ნანახია: 1263 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 4.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: