ოთხშაბათი, 2024-04-24, 10:49 AM
მოგესალმები Guest | RSS


შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
[12]
ძებნა


საერთაშორისო გვერდები















ჩვენი გამოკითხვა
ვის უფრო მეტ ნდობას უცხადებთ?
სულ პასუხი: 43

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » ფაილები »

გაყვება თუ არა ცოლად ეკა კვალიაშვილი თეთრ იახტიან რუს ოლიგარქს
2009-12-18, 1:08 PM
 გაყვება თუ არა ცოლად ეკა კვალიაშვილი თეთრ იახტიან რუს ოლიგარქს 

ეკა კვალიაშვილის სიმღერებმა რუსი ხალხი აატირა

,, მომღერალი ვარ, არა პოლიტიკოსი და შემიძლია ჩემი სათქმელი სიმღერით ვთქვა”

,,სამ ქმარს გავშორდი და რამენაირად ისეთ ხალხსაც გავშორდები ვისაც ქმარი არ ქვია”

,,21-ე საუკუნეში ალოგიკურად მიმაჩნია საქმის ომით გადაწყვეტა”


მომღერალი ეკა კვალიაშვილი სულ ცოტა ხნის წინ დაბრუნდა მოსკოვიდან და ბათუმში სოლო კონცერტი გამართა, ქართული ესტრადის პოპულარული მომღერალი რუსეთში ომის შემდეგ გაემგზავრა, 30 იანვარს. მაშინ ეს ნაბიჯი საზოგადოებამ არაერთგვანოვნად აღიქვა და კითხვებიც გაჩნდა. სწორედ ამიტომ ეკა დღეს ჩვენ გაზეთს პასუხობს და ამბობს რომ მან თავისი გულისტკივილი და პროტესტი მოსკოვში თავისი სიმღერებით გამოთქვა. იგი რუსეთში დარჩენას და ცხოვრებს არ აპირებს რადგან თავისი სამშობლო ძალიან უყვარს, მაგრამ იქ მოღვაწეობას არ გამორიცხავს. ცნობილია, რომ ეკა ორიგინალურობით გამოირჩევა, ყველას გვახსოვს მისი პროექტი " იმპერია”, ახლა კი სულ მალე მომღერალი განახორციელებს ახალ გრანდიოზულ პროექტს ,,ქალი მშვიდობისათვის”
  საინტერესოა თქვენი გამგზავრება რუსეთში, ზუსტად იმ დროს როდესაც რუსეთის აგრესია დაატყდა თავს საქართველოს, რატომ მაინდამაინც ამ დროს?
  მე ვიყავი კერძო მიწვევით ჩასული რუსეთში, სხვათაშორის სწორედ ამ დროს, როდესაც ქვეყანაში ასეთი ამბები ხდებოდა გამიჩნდა იდეა რომ გამეკეთებინა პროექტი ,,ქალი მშვიდობისათვის. მე მომღერალი ვარ და რა შემიძლია თუ არა ის, რომ ჩემი ქვეყანა ნებისმიერ ადგილას წარვადგინო სიმღერით, დავანახო სხვა ერს ჩვენი კულტურა და ჩემი გულისტკივილი.  იმიტომ რომ ჩვენი ყვეყანა არასდროს ყოფილა აგრესორი ის ყოველთვის იცავდა მხოლოდ თავის ხალხს და ტერიტორიებს. მითუმეტეს 21-ე საუკუნეში ალოგიკურად მიმაჩნია საქმის ომით გადაწყვეტა. როდესაც არსებობს  დიპლომატია. მე შემიძლია გავაკეთო ერთი რამ მხოლოდ, რომ ვიყო ქალი მშვიდობისათვის. რუს ხალხს არაფერს არ ვერჩი რადგან ისინი არაფერ შუაში არიან, ისევე როგორც ჩვენი ხალხი.  პოლიტიკოსი არ ვარ, უბრალოდ ვიცი ერთი რამ, რომ ვარ მომღერალი და შემიძლია ჩემი ყვეყნის სახე წარვადგინო მაღალ დონეზე და სათქმელი სიმღერით ვთქვა. ამჟამად პროექტისთვის მიმდინარეობს მომღერლის შერჩევა და მე და რუსეთის ესტრადის ერთ-ერთი ვარსკვლავი ერთად განვახორციელებთ ამ პროექტს. გეტყვით რომ არცერთ პოლიტიკოსთან არ მიდის მოლაპარაკება, რადგან ეს არის სახალხო და კულტურული დიპლომატია, რომელმაც უნდა თქვას სიტყვა, რომ არ შეიძლება ომი! მე პატივს ვცემ ერებს, ვინც პატივს ცემს ჩემი კვეყნის ერთიანობას, ვინც ამას არ აღიარებს, მაპატიოს ყველამ მაგრამ სათქმელს პირდაპირ ვეტყვი,  როგორც მჩევია, სიმღერით ვეტყვი! მე ვიმღერებ  მშვიდობაზე!
 რასთან დაკავშირებით მიგიწვიეს?
სრულიად მოულოდნელად და ჩემდა გასაკვირად დამირეკა მიხაილ ეფრომოვიჩ შვიდტკოიმ, რომელიც ადრე რუსეთის კულტურის მინისტრი იყო, ეხლა კი აქვს გადაცემა  ,,жизн прикрасна” და მან მითხრა რომ ვიყავი მიწვეული მის გადაცემაში ერთ-ერთ მთავარ სტუმრად, გადაცემა ეძღვნებოდა საქართველოს,იქ მიწვეულნი იყვნენ სოსო პავლიასშვილი, სოფო შევარდნაძე, რამზ ჭიაურელი, ჯენია გორი, თემურ როდრიგესი და სხვები. მათ გამომიგზავნეს ვიზა, და ასევე ჩემი თხოვნით მომცეს საშუალება თან წამეყვანა ჩემი აკომპანიმენტი, რომელიც გადაცემაში დაუკრავდა ჩემთვის,  გადაცემაში შევასრულე ჯანსუგ კახიძის სიმგერა -თმაში ჭაღარა შემომერია- და მეორე კი ჩემი სიმღერა ,,хочю тевя видет”გადაცემის დროს ვფიქრობდი თუ როგორ უნდა ჩავმჯდარიყავი მათ ფორმატში. რადგან გადაცემა მხიარული ფორმატისაა, ჩემი ორივე სიმღერა კი სევდიანი იყო, არ მემხიარულებოდა ნამდვილად, და არ ვიცოდი რამდენად მიიღებდნენ ამ სიმღერებს.  მოხდა ისე, რომ ამ სიმღერებმა მთელი დამსწრე საზოგადოება აატირა, სოსო პავლიაშვილიც კი.  იყო ძალიან ბევრი აპლოდისმენტები, სიმღერის შემდეგ კი მათ თბილად მივმართე, და იცით რატომ? არ შეიძლება სხვანაირად, რადგან აგრესია წარმოშობს აგრესიას, აგრესიას თუ უპასუხებ აგრესიით აუცილებლად აგრესიით დაგიბრუნდება. დიპლომატია იმიტომ არსებობს რომ სიტყვას აქვს დიდი ძალა. მე რომ შენ  მოგეფერები შენში ეს აგრესია წაიშლება, მაგრამ ერთს ყოველთვის ვამბობ: ,,მე ყველა მიყვარს ვისაც უყვარს ჩვენი ხალხი, ჩვენი ქვეყანა.” ჩვეულებრივი ხალხი არაფერს შუაშია, ეს პრობლემები პოლიტიკოსებმა უნდა გადაწყვიტონ და ხალხი ერთმანეთს არ შეაძულონ.
 როდესაც ასეთი მაღალი დონის მომღერალი მიდის საქართველოდან  თანაც ასეთ დროს, საინტერესოა რას გეკითხებოდნენ, როგორ მიგიღოთ მოსკოვმა?
 ხალხი მეუბნებოდა რომ  ქართველები ძალიან უყვართ, ძალიან უყვართ ქართული კულტურა და არ სურთ ასეთი მდგომარეობა. რომ მათთვის მიუღებელია ის რაც მოხდა, ზოგი ბოდიშსაც კი იხდიდა , თუმცა თვითონ არაფერ შუაში იყო. ….
 მოდით მაშინ საქართველოში გადმოვინაცვლოთ, თქვენმა წასვლამ ამ დროს საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია, იგივე ინტელიგენციაში, ამბობდნენ რომ არ უნდა წასულ;იყავით. ამაზე რას გვეტყვით?
 ვიტყვი ერთს რომ ძალიან ცდებიან, მე ერთი ან სამი ადამიანის მოსაზრების გამო რატომ არ უნდა წავიდე  და არ ვიმღერო? ჩვეულებრივი ხალხი არაფერ შუაში არ არის, ეს ყველამ უნდა შეიგნოს,  გინდა რუსი იყოს და გინდა ქართველი. ერთს გეტყვით, გინდა ომამდე და გინდა ომის მერე, ვინმეს, სწორედ იმ ინტელიგენციის წარმომაგენლებს უკითხავთ ეკა კვალიაშვილს, რომელსაც აღიარებს მთელი საქართველო, როგორ არის ან როგორ არსებობს? ეკა კვალიაშვილი ძალიან კარგად იციან რომ არ იყიდება, მე რომ შიმშილით მოვკვდე ვერ მიყიდის ვერავინ ვერც რუსი და ვერც ქართველი. მე მაქვს ჩემი საქმე ესაა  ჩემი სამსახური, ვარ მომღერალი და მე ამ ნიჭის რეალიზება მესაჭიროება, ომის მერე როცა საქართველოში არაფერი არ ხდება, და როცა მე ძალიან მტკივა ჩემი ყვეყანა, როცა იმართება კონცერტები და არც ერთ სიაში არ ვარ,  ერთხელ თუ დაურეკავთ სწორედ იმ ინტელიგენციას და უთქვამთ ეკა როგორ ხარო.  ქილიკისთვის და გაკრიტიკებისთვის კი ყოველთვის მზად არიან. მე არავის საქმეში არ ვერევი და ვურჩევ ყველას რომ ნურც ნურავინ ჩაერევა ჩემს საქმეში. მე ყველგან ვიმღერებ სადაც საჭიროდ ჩავთვლი, სადაც ჩემი ქვეყნის სახეს ვაჩვენებ, სადაც ვიტყვი სიმღერით ჩემს სათქმელს, მე ხელოვანი ვარ და ნუ აურევენ ხელოვნებას და პოლიტიკას ერთმანეთში. მე ვიმგერებ, ყველგან სადაც გაგონება შეუძლიათ ყველა ქვეყანაში, და განსაკუთრებით იქ ვიტყვი ჩემს სათქმელს სადაც უნდა შეიგნონ ჩემი ქვეყნის პატივისცემა და ერთიანობა!
მოდით გადავიდეთ თქვენს შემოქმედებაზეც, ახლო მომავალში რა გეგმები გაქვთ?
 როგორც იცით, მოსკოვში ორ გადაცემაში მივიღე მონაწილეობა, ჩავატარე ორი სოლო კონცერტი საკმაოდ წარმატებულად, მანამდე  კი თბილისში ყოფნისას გამოვუშვი რუსულ ენოვანი ამბომი სახელწოდებითი  ,,я женщина”ნიკოლაი სვენტიცკის პროდიუსერობით. რუსეთში კი ამ ალბომიდან ჩემი სიმღერები უკვე პოპულარული დამხვდა, რაც ჩემთვისაც სურპრიზი იყო.
ამასთნ როგორც მოგახსენეთ ვმუშაობ ახალ პროექტზე ,,ქალი მშიდობისათვის”
 პირადზეც შეგეკითხებით, ხომ არ გამოჩნდა თქვენს ცხოვრებაში ვინმე?
  ვიცი რატომაც მეკითხებით ამას, ერთმა გაზეთმა დაწერა რომ ვითომ მე 17- წლით უმცროს რუს მილიონერ ოლიგარქს მივყვები ცოლად, ეს ტყუილია მაგრამ თუ კი გამოჩნდება ასეთი ვინმე, რომელიც ჩემზე 17-წლით უმცროსი თანაც ამ ასაკში უკვე მილიონერი იქნება, გავყვები რატომაც არა. (იცინის)
ანუ არ გამორიცხავთ?
არა, რა თქმა უნდა, მითუმეტეს თუ თეთრი რაშის მაგივრად თეთრი იახტით მოვა ჩემს წასაყვანად.
კატეგორია: | დაამატა: interclub
ნანახია: 1186 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: