სამშაბათი, 2024-04-16, 9:42 AM
მოგესალმები Guest | RSS


შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
[12]
ძებნა


საერთაშორისო გვერდები















ჩვენი გამოკითხვა
ვის უფრო მეტ ნდობას უცხადებთ?
სულ პასუხი: 43

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » ფაილები »

ლეგენდარულ მსახიობ დოდო ჭიჭინაძეს სიყვარული ორმოცი წლის ასაკში ეწვია
2009-12-23, 1:50 PM
 ლეგენდარულ მსახიობ დოდო ჭიჭინაძეს სიყვარული ორმოცი წლის ასაკში ეწვია 
ძველი უბნის მოფილანქებული აღმართის ბოლოს, იტალიური ეზოს, ძველებური სახლის მეორე სართულზე, ერთერთ პატარა ბინაში ცხოვრობს ქართული კინოსა და თეატრის ცოცხალი ლეგენდა 85-წლის მსახიობი დოდო ჭიჭინაძე. ქალბატონ დოდოსთან მიმავალს ეზოს მობინადარნი განსაკუთრებული სითბოთი გხვდებიან და თითქოსდა წუხან, რომ მსახიობის სახლისკენ ამავალი ხის კიბე უკვე საკმაოდ მოძველებულია, მაგრამ ეამაყებათ რომ მათი ეზოს მკვიდრიია,. მსახიობის ოთახში განსაკუთრებული აურა იგრძნობა და შენ ერთი უბრალო ადამიანი ჩანხარ. ვიწყებთ ჩაწერას და კითხვები თითქოსდა სადღაც ქრება რადგან მას მხოლოდ უნდა უსმინო. იგი დღეს დიდი სიამოვნებით იხსენებს თავის ახალგაზრდობას, თავის მოღვაწეობას თეატრში, თუმცა გეჩვენება რომ არის ცოტა ნოსტალგიურიც. მიუხედავად უდუდესი მიღწევებისა და შემოთავაზებების, რომ კარიერა მას ევროპის რომელიმე ქვეყანაში გაეგრძელებინა, კითხვაზე რატომ არა, მცირე დუმილის შემდეგ ლექსად გვპასუხობს:
,, ო ენავ ჩემო დედაო ენავ,
 შენ ჩვენო ნიჭოვ სრბოლავ და ფრენავ,
 შენ ჩვენი სუნთქვის დიდო ალამოვ,
 შენ ჭირთა ჩვენთა ტკბილო მალამოვ.
 შენ კირო ჩვენი ქვათა და კირთა
შენ ერთს ვერ დაგთმობ სამარის პირთან.”
 შემდეგ კი დასძენს, რომ მას არაფრად უღირს ის შემოთავაზებები, მდგომარეობა ვარსკვლავური ცხოვრების, რადგან ძალიან უყვარს თავისი სამშობლო, ქვეყანა სადაც ხალხმა შეიყვარა. სადაც პირველად გაიცვნეს როგორც მსახიობი, თუმცა ამატებს, რომ შეეძლო ბევრად უკეთესად ეცხოვრა თუნდაც რუსეთში. ხოლო კითხვაზე  თუ რა დატვირთვას ატარებს მისთვის წოდებები და ჯილდოები ამბობს რომ ყველაზე მთავარი ხალხის სიყვარულია, რომელიც მან თავისი შემოქმედებით მოიპოვა და ეს სიყვარული მას არცერთ წოდებად და ჯილდოდ არ უღირს.
დოდო ჭიჭინაძე მარჯანიშვილის თეატრის დასთან ერთად დაახლოებით 24 ქვეყანაშია ნამყოფი და ამაზე ამბობს, რომ ქართველებს ყველგან დიდი სიყვერულით ხვდებოდნენ. განსაკუთრებით უყვარს ესპანეთი, სადაც წარმომავლობით ქართველი ბასკები ცხოვრობენ, ისინი ქართულ კულტურას დიდ პატივს სცემენ.
მსახიობი რუსეთის იმპარიის მმართველს სტალინსაც იცნობდა, მისი მიწვევით მოსკოვის დიდ თეატრში შემოქმედებითი საღამოები მიყავდა. აგრეთვე სტალინის ინიციატივით თავადაც გაუმართეს ორი საღამო, ერთი კინოში, ხოლო მეორე თეატრში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის.
დიდი მსახიობი წარმოშობით იმერეთიდანაა, ქუთაისთან ახლოს მდებარე სოფელ ჭოლევიდან, იქ ცხოვრობდნენ მისი წინაპრები, რომელნიც ძლიერი აზნაურნი იყვნენ. მათ მიერ არის აგებული საქართველოში ყველა დიდი ელექტროსადგური. ამის გამო მათთვის გაშარჟებული ლექსიც კი მიუძღვიათ, რომელსაც ქალბატონი დოდო ჩვენთან იხსენებს:
,,ჭიჭინაძე შენ გაგიქრეს ეგ თავიო
რად გინდოდა ეგ ზაგესი ნეტავიო,
არშიყობას რომ დაგვიშლის ქუჩაშიო
ელექტრონი ჩაგვანათებს ტუჩებშიო.”
  შემდეგ მისი მშობლები ყვარელში გადავიდნენ საცხოვრებლად და მომავალმა მსახიობმა სკოლა იქ დაამთავრა. სამედიცინო ინსტიტუტში სწავლობდა როდესაც ფილმის გადაღებას იწყებდნენ დავით გურამიშვილზე. მიუხედავად მშობლების წინააღმდეგობისა იგი მთავარ როლზე დაამტკიცეს. შემდგომ იყო ბასი-აჩუკი…..…
  დოდო ჭიჭინაზე_ მე საერთოდ კინოში ძალიან ცოტა როლი მაქვს ნათამაშები რადგან თეატრი უფრო მიყვარდა, თეატრში უფრო მეტად განიცდი, მეტ სითბოს სიყვარულს გრძნობ, მარჯანიშვილის თეატრი ერთ-ერთი უძლიერესი იყო მაშინდელ საბჭოთა კავშირში, და მე 400- მდე როლი მაქვს ნათამაშები, დაწყებული ურიელა კოსტათი დამთავრებული ევრიპიდეს მედეათი. თეატრი ჩემი შვილია ჩემი ცხოვრება, ყველაფერი რაც კი თეატრს ეხება ჩემშია, კინო? კინოში შესრულებული ჩემი როლები იმდენად ცოტაა რომ ძალიან მიყვარს. ყველა პერსონაჟი გავითავისე, მე მას ვთამაშობდი როგორც სპექტაკლს. საერთოდ ამ ფილმებში გენიალური რეჟისორების და მსახიობების გვერდით მიწევდა მუშაობა. სპექტაკლში ვერცერთ პერსონაჟს ვერ გამოვარჩევ რადგან ყველა ჩემეულია, მაგრამ ყველაზე განსაკუთრებულად მაშინ შევიგრძენი ხალხის სიყვარული როდესაც ჯარისკაცის ქვრივი ვითამაშე.
  ქ-ნ დოდო გვიან გათხოვდა, 40 წლის ასაკში. მაშინდელ ინტელიგენციაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია მისი სიყვარულის ამბავმა. მსახიობი თურქ ქართველს შეყვარებია, რომელიც სპორცმენი იყო და ამავედროს ინჟინერიც. მას თურმე პატარაობიდანვე უყვარდა მაგრამ თქმას ვერ უბედავდა, თავადაც ჰქონდა სიმპატიები მის მიმართ, მაგრამ იმდენად იყო განებივრებული თაყვანისმცემელების მიერ რომ სიყვარულზე არც უფიქრია, ხელის მოწერამ კი უჩვეულო ვითარებაში ჩაიარა. თავისმა ბიძაშვილმა ყოველგვარი ცარემონიების გარეშე მომავალ ქმარს პირდაპირ მაჩჩის ბიუროში მიჯგვარა. ქორწილში კი ერთ-ერთმა გენიალურმა მსახიობმა საჩუქრად ჭრელი ატლასის ნაჭერი მიუტანა ნიშნად ,,თურქს როგორ გაჰყევიო შენზე ხომ ქართველები ჭკუას კარგავენო.”
მსახიობი არასდროს ყოფილა მიდრეკილი ვარსკვლავური დიდებისკენ. მიუხედავ იმისა რომ უამრავი ჯილდო აქვს დამსახურებულად მიღებული ის ყოველთვის უბრალოდ ცხოვრობდა. როდესაც უთხრეს რომ სურდათ მისთვის ვარსკვლავის გახსნა, ასეთი რამ თქვა ,,მიმოიხედეთ გარშემო რამდენი ადამიანია გაჭირვებული, რაც ამ ვარსკვლავის გახსნაში უნდა დახარჯოთ მაგ ფულით ხალხს დაეხმარეთო.”
   ძველი სახლის პატარა ბინაში, ძველებურ სავარძელში, სიგარეტის კვამლში გახვეული ზის გენიალური მსახიობი და ფიქრობს. მას ამ ფიქრში მისსივე ინიციატივით შექმნილი წიგნი ეხმარება სადაც დიდი მსახიობებს მოუყრიათ თავი, ფურცელი ფურცელს მიყვება და თითქოს წარსული ცოცხლდება, წარსული ქართული კინოსი და თეატრისა, დიდი მსახიობის თვალებზე ცრემლი კიაფობს, ცრემლი ბედნიერების, ნოსტალგიისა და დიდი სიყვარულისა... იგი დღეს მარტო ცხოვრობს თავისივე შექმნილ პერსონაჟების გარემოცვაში და ბედნიერია წარსულით, მაგრამ მომავალი აფიქრებს, მისი ყოველი დილა ლოცვით იწყება და ლოცვით მთავრდება და ელოდება...
 ძველი ეზოს ძველ სახლში ცხოვრობს ქართული კინოსა და თეატრის ცოცხალი ლეგენდა დოდო ჭიჭინაძე 

კატეგორია: | დაამატა: interclub
ნანახია: 1730 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: