ხუთშაბათი, 2024-03-28, 2:41 PM
მოგესალმები Guest | RSS


შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
[12]
ძებნა


საერთაშორისო გვერდები















ჩვენი გამოკითხვა
ვის უფრო მეტ ნდობას უცხადებთ?
სულ პასუხი: 43

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » ფაილები »

მე ობოლი ვარ, ცოცხალი დედის შვილი
2010-01-23, 5:35 PM
მე ვარ ადამიანი, რომელსაც წაართვეს ეს სახელი. მე ვარ ბავშვი, რომელსაც არ ყავს მშობლები. ვერ მოვასწარი ამ ქვეყნად მოსვლა, სიკვდილმა დაბადებამდე მომიტაცა. სიბნელიდან ისე გადავინაცვლე წყვიადში, რომ  სინათლე არც კი მიხილავს... და მაინც მე შენ მოგმართავ სიტყვით დედა. შენ, რომელიც მატარებდი შენს წიაღში სიკვდილის გაყინულ ხელებზე მიმაგდე.
 მინდა გითხრა, რომ მიყვარდი ჯერ კიდევ ჩემს დაბადებამდე, რომელიც ჩემს სიკვდილად იქცა. იმ წუთს, როცა რკინის კლანჭები მიუახლოვდნენ ჩემს სხეულს, უხმოდ გეძახდი: ,,დედა მიშველე, ნუ მომკლავ შემიბრალე,” მაგრამ ამაოდ. შენი საშო ჩემთვის სასაკლაოდ იქცა. რატომ მომკალი?  რისთვის წამართვი სიცოცხლე? ალბათ არ იცი როგორ მიყვარდი, როცა მე და შენ ერთი სხეული ვიყავით. როგორ მინდოდა მოგხვეოდი ყელზე და გულში ჩაგეხუტებინე, მაგრამ ხელები ხომ ჯალათმა მომკვეთა... შენ საუკუნო წყვიადისთვის გამიმეტე. ჩვილს აკვანში აწვენენ, ჩემი აკუწული სხეული კი სისხლში გაჟღენთილ სანაგვეში მოისროლეს. ვინ ტიროდა ჩემთვის?! არავინ... ჩემი სამარე ვირთხების კბილებში ვიპოვე, რომლებიც ნაგვის ხროვაზე დაწანწალებენ. სიტყვა დედის ხსენების მეშინია და ტანში ჟრუანტელი მივლის, როცა ის მარწუხები მახსენდება, რომლითაც ჩემს სხეულს გლეჯდნენ. მაშინ შენი თბილი წიაღი ჩემთვის გველის ცივ სხეულად იქცა.
არსებობს ორი წმინდათა წმინდა სიტყვა ღმერთი და დედა. უფალმა არ მიმატოვა თავისი მოწყალების გამო, მაგრამ ჩემი თვალები ნათლისღებით განუბანელნი ვერ ხედავენ მას. სანამ დედა ცოცხალია ადამიანი არ არის ეული, არ არის მარტო, ან იცის, რომ დედის გული არ აქცევს ზურგს, თუნდაც მთელი კაცობრიობა აღდგეს მის წინააღმდეგ. იცის, რომ დედა ყოველთვის გაათბობს თავისი სიყვარულით. მე ობოლი ვარ, ცოცხალი დედის მყოლი. მან საუკუნო სიბნელისთვის ისე გამიმეტა, რომ ერთხელაც არ ჩაუხედავს ჩემთვის თვალებში. მან ყოველგვარი გასამართლების გარეშე გამომიტანა სასიკვდილო განაჩენი. შენ არა მარტო ამქვეყნიური ცხოვრება წამართვი, არამედ სულიც...
 გახსოვდეს, რომ უმანკო სხეულის დათხევით ქრისტეს ჯვარი მეორდება. იუდამ უდანაშაულო სული 30 ვერცხლად გაყიდა, შენ კი იმიტომ გამყიდე, რომ თავისუფლად ყოფნის საშუალება მოგეპოვებინა. საფასურიც კი თავად გადაუხადე ჯალათებს.
 თუმცა ვერ ვხედავ პირისასა ღვთისა მაგრამ ვიცი, რომ მას ყველას გადარჩენა სურს. შენ მაშინ არ ისმინე ჩემი ვედრება - დედა შემიბრალე. ახლა მაინც ისმინე ჩემი: დედა შეიბრალე თავი შენი, შეიწყალე სული შენი, განბანე იგი სინანულის ცრემლებით, ხოლო თუ გეყოლება ბავშვი, მიეცი მას ის სიყვარული, რაც ჩემთვის უნდა მოგეცა, განბანე იგი წმინდათა ნათლისღებითა.
 მე მაინც ამ ქვეყნად  ვხედავ ქრისტეს ნათლის ანარეკლს, რომელიც ძალიან შორიდან მოსჩანს და ამ ნათლის სხივებში მე შენ მიყვარხარ, ჩემო უბედურო დედავ...
                  მუცლადმყოფი ბავშვის დღიური
5-ოქტომბერი დღეს დაიწყო ჩემი ცხოვრება, თუმცა მშობლებმა ჯერ არაფერი იციან, მე გოგონა ვარ, მე ქერა თმები და ცისფერი თვალები მაქვს, ყველაფერი დადგენილია ისიც კი, რომ ყვავილები მეყვარება.
19- ოქტომბერი. ზოგიერთები თვლიან, რომ მე ჯერ ადამიანი არ ვარ, მაგრამ მე ნამდვილი ადამიანი ვარ, ისევე როგორც პურის ნამცეცი, ისიც ხომ ნამდვილი პურია. ჩემი დედიკო ცხოვრობს, ესე იგი მეც ვცხოვრობ.
23- ოქტომბერი. მე უკვე პირის გაღება შემიძლია, წარმოიდგინეთ ერთი წლის შემდეგ სიცილი მეცოდინება, შემდეგ კი ლაპარაკს ვისწავლი. მე უკვე ვიცი, რომ ჩემი პირველი სიტყვა იქნება დედა.
25- ოქტომბერი. დღეს ჩემმა გულმა ძგერა დაიწყო.
2- ნოემბერი. ყოველდღე ცოტათი ვიზრდები, ჩემი ხელები და ფეხები უკვე ფორმას ღებულობენ.
 12- ნოემბერი. მე თითები გამეზარდა, სასაცილოა რა პაწაწინები არიან. შემიძლია დედას თითებით მოვეფერო.
20- ნოემბერი. დღეს ექიმმა დედას უთხრა, რომ მე აქ ვცხოვრობ, მისი გულის ქვეშ. ალბათ დედიკო ძალიან ბედნიერია.
13- დეკემბერი. მე უკვე მესმის, რომ როცა დედიკო ამ ქვეყნად მომავლენს იგი მზიანი ნათელი და სიყვარულით იქნება სავსე.
24- დეკემბერი. საინტერესოა დედას თუ ესმის ჩემი გულის ცემა? იგი ისე თანაბრად  ძგერს!
 დედა! შენ ჯანმრთელი გოგონა გეყოლება.
28- დეკემბერი. დღეს ჩემმა დედიკომ მომკლა.

                                                                                           თიკო კუპრაძე
კატეგორია: | დაამატა: interclub
ნანახია: 1074 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
0  
1 dato   (2010-01-26 3:45 PM) [Entry]
დამაფიქრებელია.....

სახელი *:
Email *:
კოდი *: