პარასკევი, 2024-04-19, 7:13 PM
მოგესალმები Guest | RSS


შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
[12]
ძებნა


საერთაშორისო გვერდები















ჩვენი გამოკითხვა
ვის უფრო მეტ ნდობას უცხადებთ?
სულ პასუხი: 43

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » ფაილები »

მეძავები სახელმწიფოს ადგილის გამოყოფას თხოვენ სადაც პროსტიტუციით დაკავდებიან
2010-01-24, 7:24 PM
მეძავები სახელმწიფოს ადგილის გამოყოფას თხოვენ სადაც პროსტიტუციით დაკავდებიან
მეძავები ქუჩაში დგომისთვის 400-ლარიან ჯარიმას გადაიხდიან
,,სასამართლოს დადგენილებაში გვიწერენ რომ პოლიციელს მივაყენეთ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცყოფა რაც აფსურდია”

  
უძველესი პროფესია, რომელმაც დროს და საუკუნეებს გაუძლო, (ამასთან მას ხომ არანაირი პროფესიული განათლება არ სჭირდება) დღეს უკვე საფრთხის ქვეშ დადგა. მეძავთა სარფიან ,,ბიზნეს”, როგორც თვითონ ამ საქმით დაკავებული ქალბატონები აცხადებენ, მსოფლიო კრიზისმა დაღი დაასვა და ფასებმაც უმნიშვნელოდ მაგრამ დაბლა დაიწია. ამასთან  საკუთარი სხეულით მოვაჭრენი ახალი პრობლემის წინაშე დადგნენ, რადგან ცნობილ მეძავთა ბირჟების დაშლა მილიციამ დაიწყო, მიზეზად კი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა სახელდება. ქალაქის სხვადასხვა უბნებიდან წამოსული მეძავები კი ერთ ყველასათვის, ამ საქმიანობით განთქმულ ადგილზე, ცირკისა და დანიური სახლის (თამარ მეფის გამზირზე) მიმდებარედ მოგროვდნენ. დაახლოებით საღამოს ცხრა საათის შემდეგ, როგორც აღმაშენებლის და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები საზოგადოება აღნიშნავს,  ამ ქუჩით სარგებლობა უკვე საშიშროებას წარმოადგენს, რადგან თითქმის მთელი თბილისის ქუჩის ,,ქალბატონებმა აქ მოიყარეს თავი”. მათ კი თან ეგრეთწოდებული ,,კლიენტურა” მოყვა. ,,კლიენტურას” ვინღა ჩივის და ამ ადგილს ხშირად უფულო და უსაქმური ხალხიც სტუმრობს გართობის მიზნით, რომლებიც ადგილზე მართავენ ,,ღრეობებს”. ამ ყოველივეს კი ჩხუბი და ქურდობებიც თანსდევს. ადვილი წარმოსადგენია ალბათ მთელი ქალაქის მეძავების ამ ტერიტორიაზე შეკრება რას გამოიწვევს, ამით თქვენ წარმოიდგინეთ და არც თვითონ ეს ქალბატონები არიან კმაყოფილნი და აცხადებენ, რომ სხვადასხვა უბნებში მათი დგომა, ვინაიდან იმ ადგილებში მცირერიცხოვნად იყვნენ ასეთ აურზაურს არ იწვევდა.
 მაგალითად: ერთ-ერთი ,,ქალბატონი” ამბობს, რომ: ,,წერეთელზე ,,მუშაობის” დროს ყოველთვის სიწყნარე იყო, რადგან წერეთელზე ცოტანი ვიდექით და ,,კლიენტსაც” მალე ვშოულობდით, ეს ფაქტორი კი ასეთ არეულობას არ იწვევდა. აქ უამრავი ჩემნაირი დგას და ხალხიც ბევრი გროვდება. არ ვიცი რა უნდა სახელმწიფოს ჩვენგან, რომ არ მიჭირდეს აქ ხომ არ ვიდგები? მეძავები ხომ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში არიან. მაშინ გამოგვიყონ ადგილი სადაც შეგვეძლება დგომა”. საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა სხვადასხვა საჯარიმო სანქციებს იწვევს და არც მეძავები აღმოჩნდნენ გამონაკილისი, რადგან მათი ქმედებები საზოგადოებრივ წესრიგის დარღვევად აღიქმება.
,,ქალბატონებს”, რომლებსაც ამ თემაზე ვესაუბრეთ გარკვეული მიზეზების გამო საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვეს.
რა იყო მიზეზი რატომ შეიცვალეთ ადგილი?
მ.ჩ _არ გვაძლევენ უფლებას წერეთელზე რომ დავდგეთ, თან 400 ლარიანი ჯარიმები დაგვიწესეს. ქუჩაში მაგათ გამო ხომ არ ვდგავრ, რომ სახელმწიფოს ფული ვუხადო. მთელი ნამუშევარი თუ მაგათ მივეცი მე რაღა დამრჩება?
შენ თუ დაგაჯარიმეს?
 მე არ დავუჯარიმებივარ, მაგრამ ჩემი ნაცნობები დააჯარიმეს, თან თუ ეს თანხა არ გადაიხადე ქვეყნის საზღვრებსაც ვერ დატოვებ.
ჯარიმა რა თანხას შეადგენს?
 400- ლარს. თუ განვაცხადე რომ არ გადავიხდი ჯარიმას 90 დღიან პატიმრობას მოგვცემენ. პირველად რომ დაიჭირეს, დააჯარიმეს გოგოები, მეორედ კი გაფრთხილება მისცეს, რომ წერეთლის ტერიტორიაზე აღარ დადგეთო. მეც როდესაც დამიჭირეს იგივე გაფრთხილება მომცეს, რაც დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ადმინისტრაციულ პატიმრობას იწვევს. მიზეზს კი წვრილმანი ხულიგნობა წარმოადგენს, ანუ პოლიციელის  მიმართ დაუმორჩილებლობა და ფიზიკური შეურაცყოფის მიყენება. თქვენ წარმოიდგინეთ მე, რომ დამიჭირეს არანაირი შეურაცყოფა არ მიმიყენებია მათთვის. განყოფილებაში გვეუბნებიან, რომ ქუჩაში არ უნდა ვიდგეთ, მაგრამ სასამართლოს დადგენილებაში გვიწერენ რომ პოლიციელს მივაყენეთ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცყოფა რაც აფსურდია. პროსტიტუციაზე სხვა არანაირი მიზეზი არ აქვთ და ასე ამიტომ აკეთებენ?
ნ.მ.- ადრე მეც წერეთელზე ვიდექი, მაგრამ გამოგვიშვეს, ნუ დგახართო. 400 ლარიან ჯარიმებს გვიწერენ. ეხლა აქაც გვიშლიან დოგმას უკვე ვეღარ გავიგეთ სად წავიდეთ.
თ. ჯ. – იქიდან გამოგვყარეს?! აქ მოვედით, აქედანაც თუ გაგვყრიან სხვაგან წავალთ, აბა რა ვქნათ პოლიციას ხომ არ შევეპუებით, აბა კაბინეტი და თანამდებობა რომ მქონდეს ქუჩაში კი არ ვიდგებოდი.

ასეთ აურზაურში არიან სახელმწიფო სტრუქტურები, რადგან მათი ქუჩაში დოგმა მართლაცდა იწვევს გარკვეულ არეულობას, რაც საზოგადოებას დისკომფორტს უქმნის.        
კატეგორია: | დაამატა: interclub
ნანახია: 1205 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: