პარასკევი, 2024-04-19, 10:29 PM
მოგესალმები Guest | RSS


შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
[12]
ძებნა


საერთაშორისო გვერდები















ჩვენი გამოკითხვა
ვის უფრო მეტ ნდობას უცხადებთ?
სულ პასუხი: 43

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » ფაილები »

ნანა ლეჟავას ბრალს რუსეთის აგენტობაში დებენ!
2009-12-18, 1:49 PM
     ნანა ლეჟავას ბრალს რუსეთის აგენტობაში ზდებენ
    რა შეცდომაზე საუბრობს ჟურნალისტი ნანა ლეჟავა
  პროფესია რომელიც ბევრ დროს, შრომას და ენერგიას მოითხოვს, პროფესია რომლის გამოც ხშირად რისკზეც კი გიწევს წასვლა, ეს ჟურნალისტის პროფესიაა. რომლის არჩევის დროს დარწმუნებული უნდა იყო, რომ შენ ამას შეძლებ. ჟურნალისტი ნანა ლეჟავა ერთ-ერთი მათგანია, რომელმაც პირველი ნაბიჯები კარიერაში ტელევიზიით დაიწყო. ტელევიზიაში რომელიც მისი სტუდენტობის პერიოდში ჩამოყალიბდა. იგი დღეს ამაყად აცხადებს რომ რუსთავი ორი რომლის შექმნაშიც მონაწილეობა მიიღო თავის დროზე სიმართლეს ემსახურებოდა და იყო ძალა. ნანა ლეჟავა ყოველთვის იქ არის სადაც მოვლენების ეპიცენტრია. იგი დღეს ჩვენთან პროფესია ჟურნალისტზე საუბრობს.
Pპირველი ნაბიჯები პროფესიის არჩევისას?
ჯერ კიდევ სკოლაში ვსწავლობდი როდესაც გადავწყვიტე, რომ ჟურნალისტი გავმხდარიყავი. ძალიან მომწონდა ეს პროფესია, სკოლის პერიოდში ვბეჭდავდი წერილებს ადგილობრივ გაზეთში. სკოლის დამთავრების შემდეგ მიუხედავად მშობლების წინააღმდეგობისა ჩავაბარე ჟურნალისრიკის ფაკულტეტზე. როდესაც ვამთავრებდი ამ ფაკულტეტს მაშინ ქალაქ რუსთავში გარკვეული ადამიანების ჯგუფმა გადაწყვიტა ტელევიზიის გაკეთება, მაშინ რამოდენიმე რუსთაველ სტუდენტს შემოგვთავაზეს რომ გვეცადა ტელევიზიაში მუშაობა. ეს ტელევიზია იყო მომავალი რუსთავი ორი, სწორედ მაშინ გადავდგი პირველი ნაბიჯი ტელევიზიაში. მაშინდელ რუსთავი ორს ძალიან მცირე ტექნიკა ჰქონდა, მაგრამ ჩვენ შევძელით ის რომ ცოტა ხანში გავმხდარიყავით ძალიან პოპულარულები. ეს იყო მხედრიონის დრო და მე მათთან პროფესიული კუთხით სერიოზული დაძაბული ურთიერთობა მქონდა, მოგვიანებით მაშინდელმა ხემძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება რომ დროებით წავსულიყავი ტელევიზიიდან.
როგორ ფიქრობთ რამ განაპირობა ამ ტელევიზიის წარმატება?
გუნდმა, ჩვენ სულ ახალი გუნდი ვიყავით და ჩვენ შევქმენით ისეთი ტელევიზია რომელიც არ არსებობდა, ჩვენ სიტყვას მაშინ ძალიან დიდი ძალა ჰქონდა, იმ პერიოდში ძალიან ჭირდა მუშაობა, მაგრამ არ მახსოვს რომელიმე თემა რომელიც არ გაგვეკეთებინა თუნდაც შიშის გამო. იყო შემთხვევები როდესაც სტუდიაში მივდიოდი მხვდებოდნენ მხედრიონელები ავტომატებით, იყო დაშინებებიც, მაგრამ ჩვენ შევძელით ის რომ ძალა გავხდით.
იძახით რომ იყო შიში, ამ შემთხვევაში როგორ იქცეოდით, როგორც ქალი რას გრძნობდით?
აქ ალბათ მთავარი პროფესიის სიყვარულია, რაც მე მაშინ ჩამომიყალიბდა და დღემდე მომყვება, რაც უფრო ბევრი სიძნელე გხვდება შენი საქმის კეთებისას, ყველაფერი უფრო საინტერესო ხდება და უფრო დიდი ჟინი გაქვს რომ გააკეთო.
ამ ფაქტორებიდან გამომდინარე არასდოს გიფიქრიათ რომ თავი დაგენებებინათ?
არა, იმიტომ რომ ჩემთან პირადად ის შემთხვევაა, რომ მე სხვა არაფრის გაკეთება არ მინდა.
ოჯახს როგორი რეაქცია ქონდა ხოლმე როდესაც ცხელ წერტილებში იყავით?
თავიდან საკმაოდ მძიმე, ეხლაც ვერ ვიტყვი რომ არ ნერვიულობენ, მაგრამ მათ იციან რომ მე ჩემს საქმეს ვაკეთებ და აქედან გამომდინარე ცდილობენ ხელი შემიწყონ. რამოდენიმე დღეა რაც კოდორიდან ჩამოვედი, ოთხი დღე ვიყავი იქ. ახლა ჭკუა მოვიხმარე და აღარ გავამხილე, მათ იცოდნენ რომ მე მესტიაში ვიყავი, მაგრამ მაინც ინერვიულეს, რადგან იქ ტელეფონი არ იჭერდა და სახლში სრული პანიკა იყო ატეხილი. ჩვენ ძალიან დიდ რისკზე წავედით და ყოველთვის ვამბობ რომ თან მდევს ჟურნალისტური იღბალი, რადგან ყოფილა ისეთი შემთხვევები როდესაც სიუჟეტის მომზადებისას უამრავი პრობლემა ყოფილა, მაგრამ რაც მომინდომებია ყოველთვის გამიკეტებია და გამარჯვებული გამოვსულვარ.
რას გრძნობ როდესაც ასეთი სიტუაციებიდან გამარჯვებული გამოდიხარ?
იმდენად სასიამოვნო გრძნობაა როდესაც შენი გაკეთებული სიუჟეტი ეთერში გადის და უყურებ, რომ არ ვიცი რას შევადარო. ის წვალება შიში თუ ნერვიულობა გრძნობ რომ ამად ღირდა.
საინტერესოა როგორ მოახერხეთ კოდორის ხეობაში შესვლა?
ვინაიდან მე შეიძლება მომავალში კიდევ დამჭირდეს იქ შესვლა, ყველა კარტს ვერ გავხსნი, მაგრამ ერთს ვიტყვი რომ ეს იყო ადგილობრივებთან პორადი კონტაქტი. ამ თემაზე ძალიან დიდხანს ვმუშაობდი, ეს არ ყოფილა ორი დღის ამბავი, დაახლოვებით სამი თვეა რაც ამ ხაზსს ვეძებდი. ადგილობრივების დახმარებით შევძელი რომ სოხუმიდან შევსულიყავით. მართლა ძალიან დეპრესიული ჩამოვედი. ცარიელი სოფლები, დანგრეული სახლები, სკოლები, ხალხი რომელთა სახეები საშინელ ნაღველს მოუცავთ.
 როგორ ხვდებიან ჩასულ სტუმრებს ადგილობრივები?
 მხოლოდ რამოდენიმე ადამიანმა იცოდა რომ მე ჟურნალისტი ვიყავი, დანარჩენებისთვის კი სტუმარი, მათ განსაკუთრებული სტუმარ- მასპინძლობა იციან, საერთოდ კოდორის ხეობაში ცოტა აფხაზია, ისინიც საგუშაგოებზე, ჩვენ მათი დანახვისას კამერებს ვმალავდით.
 განსაკუთრებულად რომელი სიუჟეტი დაგამახსოვრადათ?
 აბსოლიტურად ყველა მახსოვს, რადგან მე სულ ცხელ წერტილებში და რეგიონებში დავდივარ, იქ უფრო მიყვარს რესპოდენტებთან ურთიერთობა. ვიყავი ჩეჩნეთში ომის დროს, სწორედ მაშინ გავიცანი მასხადოვი და გილაევი, რომელთანაც მქონდა ინტერვიუები, აგრეთვე ბესლანში, უკრაინაში რევოლუციის დროს, ადვიჟენში, ეს ძალიან დიდი გამოცდილება იყო ჩემთვის.
გასაგებია რუსთავი2-ს ქონდა საშუალება რომ თქვენ გევლოთ ასეთ ადგილებში , საინტერესოა ეხლა როგორ ახერხებთ?
  ეხლა სიმართლე რომ გითხრათ ბევრჯერ დამწყვეტია გული, წინათ როდესაც კოდორის მოვლენები იყო მაშინაც ვიყავი კოდორში და როდესაც მასალა ჩამოვიტანე, მაშინ კონკურენტმა ტელევიზიებმა დაგვაბრალა, რომ მე მთავრობის დახმარებით შევედი. ეხლა კი უკვე რუსეთის აგენტობას მაბრალებენ, საშველი არ არის ხან მთავრობის აგენტს მხდიან ხან რუსეთის. არავის არ უნდა დაიჯეროს, რომ შენ როგორც ჟურნალისტს გიღირს ის რისკი რომ მოიპოვო მასალა და  საზოგადოებას აჩვენო რეალობა.
 რა იწვევს ასეთ ბრალდებებს?
 იცით რა არის, როდესაც მთავრობის ჟურნალისტი მიწოდეს, მაშინ არც გამკვირვებია. ეხლა კი როდესაც კოდორში მივდიოდი ზუსტად ვიცოდი, რომ რუსეთის აგენტობას დამაბრალებდნენ, რადგან როდესაც მამისონის უღელტეხილზე მასალა მოვამზადე მაშინ ერთმა დეპუტატმა სულ რუსეთის აგენტი მიძახა, თუ რატომ დავასახელე გოლადან უღელტეხილამდე რამდენი კილომეტრიც იყო.  ესეთი ბრალდებები ნაკლებად მაღელვებს, ჩემთვის მთავარი მასალის მომზადებაა, რადგან სიმართლე უნდა ვუჩვენოთ ხალხს.
 საკმაოდ საინტერესო იყო თქვენი ჟურნალისტიკიდან პოლიტიკაში წასვლა, როგორ შეაფასებთ ამას?
 ჩემი პოლიტიკაში წასვლა შეცდომა იყო და ამის აღიარება არ მრცხვენია. მაშინ ქვეყანაში ძალიან რთული პერიოდი იდგა. მოვლენები რომელსაც ბევრი ადამიანი შეეწირა. ირღვეოდა ადამიანების უფლებები, ჩვენ კი ამაზე გვქონდა პროტესტი. მაშინ ვერც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას ვერ დაელაპარაკებოდი რომ საქართველოში არ იყო თავისუფალი სიტყვა, დემოკრატია, ყველას სჯეროდა რომ ჩვენი პროტესტი იყო პიროვნული. მაშინ მთავრობა მიხვდა რომ ჩვენთვის ხელი უნდა შეეშალა, რადგან უკვე ვეღარ ახერხებდა ჩვენს გაკონტროლებას, მაგრამ გარკვეული პერსონების დახმარებით ეს შეძლეს, მე კი წამოვედი რადგან არასდროს ვიქნები ვინმეს ცენზურის ქვეშ.
  თქვენს შვილს რა რეაქცია აქვს როცა თქვენ ტელევიიზიით გხედავთ?
ძალიან ნერვიულობს ხოლმე,
  შვილის გულისთვის თუ გადადგამ ისეთ ნაბიჯს რომ პროფესია დათმო?
 ღმერთმა ნუ ქნას, რომ ასე დადგეს საკითხი, თუმცა გამორიცხული არაფერია, მაგრამ მე ბოლომდე ვიბრძოლებ და არავის მივცემ იმის უფლებას, რომ ვინმე ჩემს შვილს შეეხოს.
 
 
კატეგორია: | დაამატა: interclub
ნანახია: 1156 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: