პარასკევი, 2024-04-26, 1:46 AM
მოგესალმები Guest | RSS


შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
[12]
ძებნა


საერთაშორისო გვერდები















ჩვენი გამოკითხვა
ვის უფრო მეტ ნდობას უცხადებთ?
სულ პასუხი: 43

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » ფაილები »

ნიკალა ფიროსმანი
2010-01-24, 7:14 PM
ნიკალა ფიროსმანი

არავინ ელოდა ამ ქვეყნად და მაინც მოევლინა იგი ქვეყანას.
მას არაფერი უთხოვია, ისე აჩუქა ბუნებამ ფერები ნაზი.
მას არაფერი გააჩნდა, ისე დაამდიდრა ყველა.
არ დაუპატიჟებიათ დიდ ქალაქში და მაინც გაჩნდა იქ.
უბრალოდ გზას გამოყვა...
მოდიოდა ფეხით...
დღისით და ღამით...
დარში და ავდარში...
გზაში დაჭრილ ირემს გადააწყდა, მოეფერა და მისი ტკივილი ტილოს შეატოვა.
დიდი შიში, გაქცეული კურდღლის თვალებში ნახა პირველად.
ერთხელ მთვარიან ღამეში, დათვი შეხვდა და მაშინვე ღამისა და მთვარის ფერებით ამოქარგა ეს შეხვედრა.
მერე მდინარეს დააკვირდა.
წითელპერანგა მებადურს წყლიდან ამოსვლა არ დააცადა და...
ისევ გაუყვა გზას...
უხმაუროდ დააბიჯებდა მიწაზე, წყნარმა ნაბიჯებმა მაინც დააფრთხო შველი, სადღაც გაიქცა იგი...
მერე მუხლამდე ჩაეფლო ბალახში და შედგა, განცვიფრებულმა შეხედა ადამიანს, რატომ არ მკლავსო სხვებივით. ამ კაცმა კი შველს ულამაზესი ფერები და უკვდავება აჩუქა...
წყალზე მიმავალი ბავშვებიანი ქალი შეაჩერა... რატომ? იმ ქალმა მაინც ვერ გაიგო.
უყვარდა უბრალო ადამიანები, ამიტომაც შემოინახა ტილოზე კასრწამოკიდებული მუშისა და შეშის გამყვიდელი ბიჭის ჩუმი ნაბიჯები.
გადამთვრალ მოქეიფეებს ცივი კედლიდან დაანახა ზმანება – სიზმრად ქცეული სახეები თამარ ქალისა და დიდი რუსთაველის...
კახეთის რთველი, ალაზნის ლხინისა და ბოლნისხაინში ღრეობის მნახველს რა გააკვირვებდა.
უბრალოდ მას მალაკნების ქეიფი უყვარდა, არღანი, ზურნა, დუდუკი და თეთრი დუქნისკენ მიმავალი მოქეიფენი..
მარტო სააღდგომო ბატკნის უცოდველი თვალები აოცებდა...
ასეთ პატარა გულს ამოდენა სიყვარული არ ეტოდა და იგი ათას ფერებად ეღვრებოდა გულიდან...
მეოზოვეს უფრთხოდა, ეშინოდა, ყველაფერი განურჩევლად არ გაეგავა ამ ქვეყნიდან.
ეს ცხოვრება კი ულამაზესად აგებული თეთრკედლებიანი გალერეა ეგონა და თავისი სურათები იმიტომ დატოვა აქ.
  იმ დღეს კი სააღდგომო სუფრა დალოცა და ყველას შეუმჩნევლად, წყნარად, ზეცისკენ მიმავალ კიბეებს აჰყვა თავდახრილი ნიკალა.
 ცა თუ უნდოდა მოეხატა...

                                                                                  ნატალია ზაქარიშვილი

კატეგორია: | დაამატა: interclub
ნანახია: 1297 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: