ხუთშაბათი, 2024-04-25, 10:28 PM
მოგესალმები Guest | RSS


შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
[12]
ძებნა


საერთაშორისო გვერდები















ჩვენი გამოკითხვა
ვის უფრო მეტ ნდობას უცხადებთ?
სულ პასუხი: 43

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » ფაილები »

რომელ ქვეყანაში დადის შოპინგებზე გუგული მაღრაძე?
2009-12-24, 11:23 PM
 რომელ ქვეყანაში დადის შოპინგებზე გუგული მაღრაძე
 გუგული მაღრაძე: ,,თუ ბრძოლა არ შეგიძლია უსამართლო საქმეების კეთებაში მონაწილეობა მაინც არ უნდა მიიღო”
საზოგადოებამ საპარლამენტო უმრავლესობაში ყოფნის დროს გაიცნო, ხოლო პოპულარული კი ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ გახდა. ვინაიდან ცნობილი იყო რომ იგი ქალბატონ გიული ალასანიას ახლო მეგობარი იყო.ქ ალბატონი გუგული ურთიერთობაში ბევრად უბრალო და სათნო ქალია, იგი დღეს ჩვენი რუბრიკის ,,პოლიტიკოსები კულისებს მიღმა” სტუმარია.
 როგორი ბავშვი იყავით, დამჯერი თუ ცელქი?
ბავშვობაში ცელქი,  ძალიან აქტიური და ბევრი წამოწყებების ავტორი ვიყავი (თამაშიც, სპექტაკლის დადგმები, კარნავალების მოწყობა და სხვა)
თქვენი გატაცება?
რაიმე განსაკუთრებული გატაცება არ გამაჩნია, ძალიან მიყვარს დასვენება კომფორტულ და წყნარ ადგილას. ასევე კარგი მუსიკა - ჯაზი (ესეც კლასიკური) და კლასიკა, უფრო კითხვა მიყვარს, მაგრამ რომანები აღარ მიყვარს, მირჩევნია მოთხრობები და სამეცნიერო ნაშრომები სხვადასხვა თემაზე.
ასევე კარგი მუსიკის კონცერტებზე დასწრება.
რამდენად ადვილია ქალისთვის იყოს პოლიტიკოსი?
არაა ადვილი, რადგან მიუხედავად გაცხადებული თანასწორობისა, ჩვენში მაინც მამაკაცურ საქმედაა მიჩნეულინ პოლიტიკა, სულ ტყუილად, რადგან თანამედროვე ეპოქა მოწმობს რომ ქალები უკეთესი პოლიტიკოსები არიან, ამდენად  ჩვენში ორჯერ სამჯერ უფრო მაგარი უნდა იყო (ჭკვიანიც, პრინციპულიც, განათლებულიც)  რომ აღიარება მიიღო უპირველესად მამაკაცი პოლიტიკოსებისგან, თორემ ხალხისგან აღიარება ნამდვილად არსებობს.
როგორ ანაწილებთ დროს საქმისთვის და ოჯახისათვის?
საოჯახო საქმით ნაკლებად ვარ დატვირთული, თუ არ ჩავთვლით შვილიშვილების სწავლის და გართობის საქმეში აქტიურ ჩართულობას.
უფრო მიჭირს დროის განაწილება სამეცნიერო პედაგოგიურ საქმიანობას და პოლიტიკურ საზოგადოებრივ საქმიანობას შორის.
რა არის აუცილებელი წარმატების მისაღწევად ქალისთვის?
გაბედულება საკუთარი  გზის არჩევაში. მაღალი მოტივაცია და შრომა ყველა სფეროში წარმატებისთვის, ზოგ სფეროში ასევე აუცილებელია გარკვეული ნიჭიც.
რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკოსობა?
პოლიტიკოსობა არ ყოფილა თავიდან ჩემს მიერ გადაწყვეტილი როგორც პროფესია. ბავშვობიდან ყოველთვის ვიყავი აქტიური ლიდერი. როცა რაიმე უსამართლობას ვხვდებოდი, ვერ ვეგუებოდი, ამის გამო პრობლემები სკოლაშიც მქონდა ( სკოლის დირექტორი და მასწავლებლები სულ მთხოვდნენ კლასში შევსულიყავი, დერეფანში და ეზოში საჯაროდ არ გამერჩია რაიმე საქმე და არ გამომეთქვა პროტესტი). პირველად გამიჩნდა  პროტესტი და სურვილი საჯაროდ პოლიტიკაში ჩართვისა, პირველი პრეზიდენტის ძალადობრივი დამხობის და ომის გაჩაღების გამო. გავხდი ტრადიციონალისტთა პარტიის წევრი, რადგან მაშინ მხოლოდ ეს პარტია იყო ისეთი, სადაც შემეძლო ჩემი პროტესტი ხმამაღლა გამომეთქვა და ამასთან ამ პარტიის იდეოლოგია ახლოსაა ჩემთან. შემდეგ მეტ ნაკლები ზიგზაგებით ვარ აქტიური ხან საზოგადოებრივ საქმიანობაში, ახლა პარტიულშიც. 
თქვენ პარტიას ქვია ,,ქალთა პარტია" რატომ? ხომ არ აპირებთ საქართველოში ქალის ფაქტორის პოლიტიკურ ასპარეზზე ფართოდ წამოწევას? და მათი უფლებებზე უფრო ხმამაღლა საუბარს?
ცხადია. ვთვლი, რომ საქართველოს პოლიტიკური და შესაბამისად საერთოდ ცხოვრება უკეთესი შეიძლება იყოს, თუ პოლიტიკაში ქალების რაოდენობა კრიტიკულ ზღვარს მიაღწევს (ანუ ისეთ რაოდენობას რასაც თვისობრივი ცვლილებების გამოწვევა შეუძლია). ქალების ხედვა ნაკლებადაა წარმოდგენილი გადაწყვეტილების მიმღებთა შორის ყველა სფეროში, რაც აღარიბებს და ცალმხრივს ხდის გადაწყვეტილებებს. პრობლემების ქალისეული ხედვა თვისობრივად განსხავებულია, ქალი არის უფრო წინდახედული და  ფრთხილი, უფრო რაციონალური, უფრო ეკონომიური, ნაკლებ რისკიანი და უფრო მაღალი პასუხისმგებლობის და უფრო ორიენტირებული სამომავლო შედეგებზე ვიდრე მხოლოდ დღევანდელობაზე. ეს თვისებები ნამდვილად სჭირდება დღევანდელ საქართველოში გადაწყვეტილების მიმღებებს. 
გრჩებათ თუ არა თავისუფალი დრო და როგორ ისვენებთ?
თავისუფალი დრო ფაქტიურად არ მაქვს, თუ ყველაფერს გააკეთებ რაც გინდა და რაც საჭიროა, მაგრამ ხანდახან თავს ვაძლევ უფლებას რაიმეს გაკეთებაზე უარი ვთქვა (მაგ, ვერაფრით ვერ დავამთავრე წიგნი, რომელსაც ვწერ) და ვარჩევ შვილიშვილებს მეტი დრო დავუთმო. ყველაზე კარგი დასვენება ახლა ჩემთვის არის ჩემს ქალიშვილთან საუბარი და შვილიშვილებთან ურთიერთობა. ძალიან მიყვარს ჩემს ქალიშვილთან ერთად საზღვარგარეთ ყოფნა და შოპინგი აშშ-ში, როცა მაგარი სეილებია. ეს ძალიან მართობს. მაგრამ ვერ ვახერხებ სხვადასხვა გარემოებათა გამო,
 თქვენ იყავით უმრავლესობაში, ამასთან პრეზიდენტის დედის ქალბატონ გიული ალასანიას მეგობარი, რატომ წახვედით ოპოზიციაში?
მიმაჩნია, რომ მართალი უნდა იყო საკუთარ თავთან და საკუთარ ცხოვრებისეულ  გზასთან.  რაც არ მიგაჩნია სამართლიანად, იმის წინააღმდეგ  უნდა იბრძოლო და თუ ბრძოლა არ შეგიძლია,  უსამართლო საქმეების კეთებაში სულ ცოტა,  მონაწილეობა მაინც არ უნდა მიიღო.
როგორ ფიქრობთ როგორ განვითარდება საქართველოში პოლიტიკური მოვლენები?
ვფიქრობ ხელისუფლების შეცვლა მოხდება, მაგრამ ამას დასჭირდება როგორც პოლიტიკური ძალების ისე მოსახლეობის შრომა, მოთმინება, ზნეობრივი პრინციპულობა, წინდახედულება, გამძლეობა ბრძოლაში.
როგორ ფიქრობთ რატომ პასიურობს დღეს ოპოზიცია?
არ პასიურობს. აქტიურობა არაა მხოლოდ აქციები. ოპოზიციას სჭირდება ბევრი რამის გათვლა უფრო აქტიური ქმედებებისთვის, თორემ ჩემის აზრით უმოქმედო დღეს არავინ არაა. ვფიქრობ, სხვადასხვა ოპოზიციურ ძალას აქვს გარკვეულად განსხვავებული სტრატეგიული ჩანაფიქრები და შესაბამისად მუშაობენ განსხვავებულ რეჟიმებში.


კატეგორია: | დაამატა: interclub
ნანახია: 1017 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: