ოთხშაბათი, 2024-04-24, 11:56 AM
მოგესალმები Guest | RSS


შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
[12]
ძებნა


საერთაშორისო გვერდები















ჩვენი გამოკითხვა
ვის უფრო მეტ ნდობას უცხადებთ?
სულ პასუხი: 43

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » ფაილები »

სენსაცია!! ქართველი ტრანსექსუალი თხოვდება
2009-12-23, 1:55 PM
 სენსაცია!! ქართველი ტრანსექსუალი თხოვდება

,,უფლის გარდა არავის  აქვს უფლება, სექსუალური ორიენტაციის გამო ადამიანები დასაჯონ”

ცოტა ხნის წინ ქართველი ტრანსექსუალი (სექსო) ამჟამად კი უკვე ანა, პატრულმა საზოგადოებრივი წესრიგის გამო ნასვამ მდგომარეობაში დააკავა, ანამ პატრულის ერთ- ერთ თანამშრომელს ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენა და სწორედ ამისთვის სასამართლომ მას ხუთდღიანი პატიმრობა მიუსაჯა. სკანდალები და კვლავ სკანდალები ესაა მისი მთელი ცხოვრება.
 ხარ ერთ - ერთი ხმაურიანი ადამიანი საზოგადოებაში და შენს ირგვლივ სკანდალები არ ცხრება. რატომ?
 ერთს გეტყვით, რომ არ ვმალავ ვინც ვარ და ალბათ იმიტომ. ამასთან ჩვენნაირი ადამიანები ყოველთვის აინტერესებთ. ადამიანების კატეგორიებს კი სხვადასხვანაირი წარმოდგენები აქვთ ჩვენზე,
  როგორია შენი ერთი ჩვეულებრივი დღე?
როგორც ყველა ქალის,  დილით ვდგები თუ არა საკუთარ თავზე ზრუნვას ვიწყებ, ვიკეთებ მსუბუქ მაკიაჟს, რადგან მაკიაჟს ჩემთვის ძალიან დიდი დატვირთვა აქვს, მის გარეშე თავი ვერც კი წარმომიდგენია.
როგორ აღიქვამ შენს თავს ქალად თუ კაცად?
რა თქმა უნდა ქალად, კაცობა თუ მინდოდა კაცის ტანსაცმლით ვივლიდი.
მომავალში რას აპირებ?
მივემგზავრები ჰოლანდიაში, სულ მალე საზოგადოებას შოკში ჩავაგდებ რადგან ვთხოვდები. ცოლად ჰოლანდიელ მამაკაცს მივყვები და იქ ვიცხოვრებ, ოღონდ ჯერ არ გავამხელ მის ვინაობას. ამასთან ოპერაციას გავიკეთებ აქ საქართველოში, რადგან საქართველოს მოქალაქეობა მინდა რომ მქონდეს და თუ ოპერაციის შემდეგ არ მომცემენ საქართველოს მოქალაქეობას, მაშინ ჰოლანდიაში ლტოლვილის სტატუსს მოვითხოვ.
შენი აზრით როგორ უნდა მოიგოს ქალმა მამაკაცის  გული?
გააჩნია მამაკაცს, ჯერ უნდა გაიგოს ქალმა მის ობიექტს როგორი ქალები მოსწონს, ისე დღეს თუ გინდა მამაკაცის გული მოიგო ფული უნდა აჩვენო, თუ გაქვს ფული ჩათვალე ის კაცი შენია.
შენ შემთხვევაში როგორ არის?
მე არავის შებმას არ ვცდილობ, საზოგადოებაში გამოჩენისთანავე ვიპყრობ მამაკაცების ყურადღებას.
ხვდებიან თუ არა შენს პიროვნებას?
ზოგი კი, მაგრამ უმრავლესობა ვერა. თუმცა მე თვითონ ვეუბნევი მათ ჩემ შესახებ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში გონიათ, რომ ვეკაიფები  და ამიტომ ამის დამტკიცება სხვა მეთოდებით მიწევს. ღოდესაც რწმუნდებიან მერე გარბიან ხოლმე, ერთი კაცი კი ძლივს მოვიშორე ასე მითხრა მომწონს შენნაირი ქალებიო. საერთოდ ყველა მეუბნება, რომ მაქვს რაღაც ჩემეული შარმი რითიც კაცებს ვხიბლავ.
 როგორი კაცები გიზიდავს?
კაცი უნდა იყოს მოვლილი, ჰიგიენური, ამასთან ჩემზე ძლიერი და სიმპატიური. რაც მთავარია არ უნდა იყოს ეჭვიანი, ეჭვიან და ბუზღუნა კაცს ვერასდროს შევეგუები. როგორ ფიქრობ კანონში უნდა შევიდეს ცვლილება სექსუალურ უმცირესობების შესახებ?
კი აუცილებლად, მაგრამ გარყვნილებას არ ვეთანხმები. ელემენტარულად ხომ უნდა იყოს კანონის ძალით ჩვენი უფლებები დაცული? ჩვენც ადამიანები ვართ და გჭირდება დაცვა. არის რამოდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია რომელიც იცავს ჩვენს უფლებებს მაგრამ შედეგს ვერ ვხედავ, მაინც ირღვევა ჩვენი უფლებები ეს გინდ ჰომოსექსუალი იყოს გინდ ტრანსექსუალი.
ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა განაცხადა რომ ჰომოსექსუალიზმი უნდა იყოს დასჯადი, ეთანხმები ამას?
არა, რა თქმა უნდა, გარყვნილება არც მე მსიამოვნებს. მაგრამ სექსუალური ორიენტაცია გარყვნილება ხომ არ არის? უფლის გარდა არავის აქვს უფლება სექსუალური ორიენტაციის გამო ადამიანები დასაჯონ. რა ვქნა თუ ასეთი გავჩნდი? ჰეტერო ადამიანებშიც ხომ არსებობენ ცუდები და კარგები? ასევეა ჩვენშიც. რა მნიშვნელობა აქვს როგორია ადამიანი მთავარია ის შენთვის იყოს კარგი.

კატეგორია: | დაამატა: interclub
ნანახია: 2170 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 4.0/1
სულ კომენტარები: 1
0  
1 ტასო   (2014-01-11 4:53 PM) [Entry]
თავადაც ვერ ერკვევიან, ქალები არიან თუ კაცები

სახელი *:
Email *:
კოდი *: