ხუთშაბათი, 2024-04-25, 9:00 PM
მოგესალმები Guest | RSS


შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
[12]
ძებნა


საერთაშორისო გვერდები















ჩვენი გამოკითხვა
ვის უფრო მეტ ნდობას უცხადებთ?
სულ პასუხი: 43

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » ფაილები »

თეა გვასალიას ცხოვრებაში კაცზე არ უოცნებია
2010-01-24, 3:22 PM
რატომ არ სურს თეა გვასალიას საზოგადფოებრივ მაუწყებელში მუშაობა
თეა გვასალიას ცხოვრებაში კაცზე არ უოცნებია

,,ამბობენ” ცნობილი ადამიანების პირადი ცხოვრების დეტალები საზოგადოებისთვის ყოველთვის საინტერესოა. ხოდა იყო დრო როდესაც თეა გვასალია გადაცემაში ,,ამბობენ” ცნობილი ადამიანების პირად ცხოვრებას და სკანდალურ მომენტებს აშუქებდა. ფაქტია რომ ამ გადაცემას ყველა ელოდა და ერთადერთი რეიტინგული ტელეშოუ იყო იმ დროისთვის. შემდეგ თეას ყოველდღიური გადაცემა ,,სარჩევი” მიყავდა. ეხლა თეა ამბობს, რომ ,,ამბობენ” შვილივით, ხოლო ,,სარჩევი” გერივით უყარდა. ცნობილი ქალბატონი ამბობს რომ დღესაც სიამოვნებით გააკეთებდა ,,ამბობენის” მსგავსი ფორმატის გადაცემას.
თეა რაც აღარ ჩანხართ საზოგადოებაში რას საქმიანობთ?
 გადაცემა ,,ამბობენის’ მერე იყო ,,სარჩევი”, ეს იყო ყოველდღიური გადაცემა, თავის დროზე მაშინდელმა საზოგადოებრივი არხის ხელმძღვანელმა მითხრა, რომ ,,ამბობენის” ფორმატის გადაცემა ამ ეტაპზე არ სჭირდებოდათ და შემომთავაზა გადაცემა ,,სარჩევის” მომზადება და წაყვანა. სამი წელი ვიმუშავე ამ გადაცემაზე. ვინაიდან ეს გადაცემა იყო ყოველდღიური და შემცვლელიც არ მყავდა, ძალიან დავიღალე. თან სწორედ ამ პერიოდში დაემთხვა ჩემი მეორე ბავშვზე ორსულობა, მოხდა ისე რომ ტყუპები შემეძინა და ამის გამო ეთერში ვეღარ დავჯექი. გადაცემა ,,ამბობენის” დროსაც ვიყავი ორსულად მაგრამ მთელი ცხრა თვე ისე მიმყავდა ეთერი რომ ეს ამბავი არავის შეუტყვია. ტყუპების გაჩენის შემდეგ კი მივხვდი, რომ სამი ბავშვით ყოველდღიური ფორმატის გადაცემას ვერ წავიყვანდი. მაშინ ან ბავშვებისთვის უნდა მომეკლო ყურადღება ან ეთერში უნდა გამეხალტურებინა რამე, რაც მე არ მიყვარს. ამ ყველაფრიდან გამომდინარე გადავწყვიტე ცოტა ხნით დამესვენა, თან სიმართლე რომ გითხრათ შემდგომ უკვე აღარ გამჩენია სურვილი საზოგადოებრივ მაუწყებელში მიბრუნების იმიტომ, რომ ,,სარჩევისნაირი” გადაცემა ჩემი მოწოდება არაა. ,, ამბობენის” მსგავს გადაცემას კი დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი.
გარდა იმისა რომ ოჯახი და სამი შვილი გყავთ რა საზოგადოებრივ საქმიანობას ეწევით?
რაც ტელევიზიიდან წამოვედი კიდევ ერთი წიგნის თარგმანი გამოვეცი, ეს არის გაბრიელ გარსია მარკესის რომანი. ახლა ძიების პროცესში ვარ. სახელმწიფო სამსახურისკენ მაინცდამაინც არ მიმიწევს გული მინდა რაღაც ჩემი გავაკეთო და ვნახოთ რა გამოვა.
გადაცემის მსვლელობის დროს თუ გქონიათ რომელიმე რესპოდენტთან პრობლემები?
მეტნაკლებად. ერთადერთი რაც ძალიან დამამახსოვრდა იყო მოდელების ჩვენება, სადაც მოდელს პოდიუმზე გამოსვლის დროს მაპატიეთ და ჰიგიენური საფენი უჩანდა. ამას ნამდვილად ვერ დავტოვებდი გაუშუქებელს, კადრების ეთერში გასვლის შემდეგ კი ატყდა მუქარის ზარები რომ მიჩივლებდნენ მაგრამ ამას სასამართლო პროცესი არ მოჰყოლია. რაც შეეხება პირად სკანდალებს ვცდილობდი რომ ნაკლებად გამეშუქებინა. იყო კიდევ ერთი, როდესაც ნინო ორდენიძემ კულისებში ჩვენი ობიექტივის წინ მკერდი გაიშიშვლა და მერე ამაზე მთელი თბილისი ლაპარაკობდა ეს როგორ გაუშვესო.
თქვენს ირგვლივ იქნებოდა უამრავი ჭორიც ამაზე როგორ რეაგირებდით?
უკვე აღარც კი მახსოვს რამდენჯერ გამათხოვეს, საქართველოში ხომ ასეა, თუ ხარ ცნობილი ქალი ან საყვარლის ყოლას გიგონებენ, კაცებზე კი ცისფერობას. არ არის სასიამოვნო რა თქმა უნდა, როდესაც რაღაცას გაბრალებენ, თავიდან სერიოზული რეაქციები მქონდა შემდგომში კი უკვე შევეგუე.
არ გენატრებათ ის დრო?
გაგიკვირდებათ და არ მენატრება, ის პერიოდი ჩემს ცხოვრებაში ალბად ყველაზე საუკეთესო დრო იყო, მაგრამ მე წარსულს არასდოს არ მივტირი, იქნება ეს პროფესიული აქტივობა თუ პირადი ცხოვრება. ის ეტაპი დამთავრდა და მორჩა რასაც ძილის წინ დიდი სიამოვნებით ვიხსენებ ხოლმე.
როგორი უნდა იყოს დღევანდელი თანამედროვე ქალი?
ვთვლი რომ ქალი აუცილებლად უნდა იყოს საქმიანი და რეალიზებული ცხოვრებაში, რაც არ უნდა კარგად გქონდეს პირადი ცხოვრება აწყობილი მაინც ხშირია დეპრესიები როცა ქალი მოწყვეტილია გარე სამყაროს და არ არის ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში.
რას ფიქრობთ ქალისა და მამაკაცის გენდერულ თანასწორებაზე?
მე ერთერთი პირველი ვარ რომელიც ამას ვყვიროდი სტუდენტობის დროს, ყოველთვის მიმაჩნდა რომ ჩვენს ეპოქაში ქალი და მამაკაცი არის თანასწორი.
როგორ მამაკაცზე ოცნებობდით?
ცხოვრებაში კაცზე არ მიოცნებია, ჩემი ოცნებები უფრო სხვა რამეებს უკავშირდებოდა, მაგალითად მანქანაზე, საზღვარგარეთ სწავლაზე, მაგრამ რა თქმა უნდა მქონდა ჩემი ჩარჩოებიც, რაშიც უნდა ჩამჯდარიყო ჩემი მომავალი მეუღლე. ანუ საერთოდ კაცისგან მოვითხოვ რომ მისთვის პირველ პლანზე უნდა იყოს ოჯახი, უნდა იყოს კარგი მამა, კარგი ქმარი.
თქვენი საყვარელი ავტორი?
ჩემი საყვარელი ავტორი არის მარკესი, რომელსაც მე ვთარგმნი, ქათველებიდან მიყვარს გურამ დოჩანაშვილი, თუმცა სხვა ბევრიც მიყვარს, მაგრამ მარკესი ჩემია ეს კაცი ჩემთვის დაიბადა, ჩემთვის დაწერა თუ რამე დაუწერია.
რამდენად აქტუალურია თქვენთვის ქალიშვილობის ინსტიტუტი?
ჩემთვის, როგორც მედიცინაში კუდი ითვლება ატანიზმად, ისე 21-საუკუნეში ისეთივე ატანიზმია ეს ქალიშვილობა, მას საუკუნეობრივ გადმონაშთს ვუწოდებდი.
თქვენ ხართ ბიჭის და გოგოს მშობელი, მათი გადმოსახედიდან რას იტყოდით?
 მე მათ პირად ცხოვრებაში არანაირად არ ჩავერევი, რა თქმა უნდა არ მესიამოვნება ,,პანელიდან” რომ მოხსნას მაგრამ თუ კი ეყვარება მე მას ვერაფერს დავუშლი. წარსულს მე არანაირად არ გამოვეკიდები, მთავარია მომავალში გაუწიოს კარგი ცოლობა. როგორც გოგოს დედას ეგება არ მესიამოვნოს, რომ არ მოგატყუოთ, ესეც გამოწვეული არის გარშემომყოფების გამო.  ვფიქრობ რომ ჩვენი მენტალიტეტია შესაცვლელი. 

                                                                                                თიკო კუპრაძე
კატეგორია: | დაამატა: interclub
ნანახია: 1331 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: