ხუთშაბათი, 2024-03-28, 5:34 PM
მოგესალმები Guest | RSS


შესვლის ფორმა
ძებნა


საერთაშორისო გვერდები















ჩანაწერების არქივი







ჩვენი გამოკითხვა
ვის უფრო მეტ ნდობას უცხადებთ?
სულ პასუხი: 43

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2010 » იანვარი » 27 » ინგა გრიგოლია ჟურნალისტიკიდან პოლიტიკაში?!
10:05 PM
ინგა გრიგოლია ჟურნალისტიკიდან პოლიტიკაში?!


რატომ არ დაასახელეს ინგა გრიგოლია ქრისტიან დემოკრატებმა მერობის კანდიდატად
   როდესაც პოლიტიკური ციებცხელება პიკს აღწევს, როდესაც ახლოვდება მერის, ან პარლამენტის შუალედური არჩევნები, პოლიტიკური პარტიები ამომრჩეველს ბევრ სიურპრიზებს უმზადებს ხოლმე.. წინა წელი პოლიტიკური აქტივობით დატვირთუილი იყო, როგორც ოპოზიციის ასევე ხელისუფლების მხრიდან, თუმცა თუ მოვლენების მიხედვით ვიმსჯელებთ არც ეს წელი იქნება გამონაკლისი. როგორც სჩანს ბევრი საზოგადო მოღვაწე აპირებს პოლიტიკურ ციებცხელებაში ჩართვას, რაც შეიძლება პოზიტიურადაც იქნას მიჩნეული. ბოლო დროის მოვლენებს თუ გადავხედავთ, საზოგადო მოღვაწეებიდან ყველაზე მეტი შეიძლება ითქვას რომ  ჟურნალისტი წავიდა პოლიტიკაში, თუ გავიხსენებთ აწ უკვე კარგად ცნობილ პოლიტიკურ მოღვაწე გიორგი თარგამაძეს, მან უკვე ორჯერ მოახერხა საზოგადოების ნდობის მოპოვება და ახლა წარმატებულად უდგა სათავეში ჟურნალისტებისგან დაკომპლექტებულ პოლიტიკურ პარტიას. სწორედ ეს ჟურნალისტთა გუნდი ქმნიდა ტელეკომპანია ,,იმედში’’, მუშაობის დროს საზოგადოებისთვის პოლიტიკურ ამინდს, მათ მკვეთრად გამოჰქონდათ საზოგადოების სამსჯავროზე ყოფითი პრობლემები. მაგრამ ცნობილი მოვლენების დროს სწორედ მათ განაცხადეს, რომ საქართველოში აღარ იყო თავისუფალი სიტყვის თქმის შესაძლებლობა და ისინი სხვა ხერხებით გააგრძელებდნენ სიმართლისათვის ბრძოლას. საქართველოს ქრისტიან-დემოკრატიული პარტია ასე უწოდა გიორგი თარგამაძემ ჟურნალისტების მიერ შექმნილ გუნდს და სათავეშიც ჩაუდგა. ამბობენ, რომ პოლიტიკა ბინძური თამაშია, არადა ყველას მაინც პოლიტიკოსობა სურს. იმასაც ამბობენ, ქართულ მედია სივრცეს ხელისუფლება აკონტროლებსო. ალბათ ამიტომაც გადაწყვიტეს ჩვენმა ღვაწლმოსილმა ჟურნალისტებმა დარჩენილი სათქმელი პოლიტიკური ასპარეზიდან თქვან.  გიორგი თარგამაძეს იმედში მუშაობის დროს, საზოგადოებაში მართლაც მაღალი რეიტინგი ქონდა, თუმცა პოლიტიკაში წასვლის შემდეგ მისი და ზოგადად მისი პარტიის რეიტინგმა დაბლა სვლა დაიწყო. რაც ამ პარტიის კონკრეტულმა ქმედებებმა გამოიწვია. მას ვაი ოპოზიციადაც კი მოიხსენიებენ. ალბათ ამიტომ ქრისტიან დემოკრატებმა  დაცემული რეიტინგის ასამაღლებლად, საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებთან მოლაპარაკება დაიწყო პარტიაში წევრობის საკითხზე. ზოგმა უარი თქვა, ზოგთან კი მოლაპარაკებები ეხლაც მიდის, თარგამაძისთვის ამ ეტაპზე ყველაზე წარმატებული მოლაპარაკების რაუნდი ინგა გრიგოლიასთან შეთანხმებაა. წარმატებული იმიტომ, რომ  ინგა გრიგოლია ქართული მედია სივრცის ერთერთი ყველაზე წარმატებული და პოპულარული ჯურნალისტია, რომელმაც სახელი პირველად თავისი ხმის ტემბრით გაითქვა, გარდა ამისა შეიძლება ითქვას რომ იგი იყო ერთერთი ყველაზე ობიექტური და ძლიერი ჟურნალისტი. თუ მის კარიერას თვალს გადვავლებთ დავინახავთ, რომ მისთვის არ არსებობდა არც ერთი სოციალური თუ პოლიტიკური თემა რომელზეც გადაცემა არ გაეკეთებინა, ძალიან ბევრჯერ მას გადაცემა კონკრეტული მიზეზების გამო დაუხურეს. ბოლო დროს ინგა გრიგოლია მკვეთრად ოპოზიციური განწყობით გამოირჩეოდა და პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ ალბათ ბევრი ექნება სათქმელი ზოგადად  ქართულ პოლიტიკაზე და ალბათ ხელისუფლებაზეც, ვარაუდების მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ ინგა გრიგოლია ერთერთი ძლიერი პოლიტიკოსი იქნება და ქრისტიან-დემოკრატების რეიტინგიც ზენიტში ავა. ჩვენთან საუბარში პარტიის სპიკერმა ლევან ვეფხვაძემ დადასტურა ეს ფაქტი და  განაცხადა, რომ ინგა გრიგოლია პარლამენტის შუალედურ არჩევნებში, დიდუბე-ჩუღურეტის მაჯორიტარ დეპუტატად იყრის კენჭს. 
ნანახია: 1412 | დაამატა: interclub | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: