პარასკევი, 2024-03-29, 8:40 AM
მოგესალმები Guest | RSS


შესვლის ფორმა
ძებნა


საერთაშორისო გვერდები















ჩანაწერების არქივი







ჩვენი გამოკითხვა
ვის უფრო მეტ ნდობას უცხადებთ?
სულ პასუხი: 43

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2010 » იანვარი » 21 » ჯადოსნური სამყარო და რეალური მე. წერილი ქუჩიდან ინტერ - CLUB-ს
9:51 PM
ჯადოსნური სამყარო და რეალური მე. წერილი ქუჩიდან ინტერ - CLUB-ს
                                                            
ამაზე არასდროს მიფიქრია.. თურმე, რა სასიამოვნოა, როდესაც სასწაულის გჯერა. როცა გჯერა, რომ ჩაფიქრებულ სურვილს აუცილებლად აგიხდენს და მფრინავი ირმების მარხილით მოგიტანს თოვლის ბაბუა, ან სანტაკლაუსი… დღეს უცებ მომინდა ზღაპრულ სამყაროში მეცხოვრა. მომეხსნა სახიდან ანტიკური ნიღაბი და მიმეცა მშვიდობისათვის კიდევ ერთი შანსი… მერე ოქროსფერი მტვერი გაიბნეოდა ჰაერში, წკრიალით გავიგებდი სასწაულის ახდენას და 12 საათამდე მეც გავხდებოდი ლამაზი გოგონა… თუნდაც..
    თუნდაც მერე ყველაფერი დამთავრდებოდეს, თორმეტჯერ ხომ მაინც გავიგონებდი სამყაროთა გამყოფი საათის ხმას… ამაზე ადრე არასდროს მიფიქრია… ყოველთვის რეალობით ვცხოვრობდი და ახლა, როდესაც უკვე გავიზარდე, მომინდა ბავშვობის შეგრძნება, უმანკოების დაჯერება და გულწრფელი, თბილი გამოხედვის სხივივით დაჭერა… თოვლის ბაბუას, ან სანტაკლაუსს, ამჯერად მხოლოდ ჩემთვის ჩავუთქვამდი რაიმეს. ახლა ვიფიქრებდი მხოლოდ საკუთარ თავზე და დავივიწყებდი, რომ ამ სამყაროში ჩემ გარდა ვინმე კიდევ ცხოვრობს… ვიქნებოდი საპნის ბუშტი, ვიქნებოდი მზეს ჩახუტებული პატარა, ვიქნებოდი ბედნიერი ბროლის ქოში და უარს ვიტყოდი დღევანდელ რეალურ ოცნებებზე, წარმატებული რეჟიროსული თუ სამუსიკო კარიერის შესახებ… დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი უბრალო გოგონა, რომელსაც არაფერი უნდა ამ სამყაროსგან გარდა მისი ჯადოსნურობის რწმენისა.. მიუხედავად იმისა, რომ არასდროს მყვრებია ალისა და ცისფერი ფერი, სიამოვნებით მოვირგებდი მის კაბას და საათის წიკწიკს გავყვებოდი იქ საიდანაც განსხვავებულები, სახე და გონებაშეცვლილები ბრუნდებიან…. მე რომ შემეძლოს თოვლის ბაბუის, ან სანტაკლაუსის არსებობის დაჯერება, ალბათ ბავშვური გულწრფელობით ავდგებოდი ყველაზე ადრე საწოლიდან და ნაძვის ხის ქვეშ ან სადმე, კარებთან დატოვებულ ლამაზად შეფუთულ ყუთს მოუთმენლად გავხსნიდი.. თუნდაც არ იდოს შიგნიით საყვარელი დათუნია, მე თანახმა ვარ გავიგონო ოქროს მტვრის წკრიალა ხმა… მე თანახმა ვარ, ცოტა ხნით მაინც გავხდე პატარა ბავშვი, არ ვიფიქრო პატივმოყვარეობაზე, მოვალეობასა და უფლებებზე… არსებობდეს მხოლოდ ორი რამ – ჯადოსნური სამყარო და რეალური მე…. ზღაპრები ხომ არ არსებობს… რატომ ატყუებენ ბავშვებს?….
                                                                  ნათია  12-წლის
 
ნანახია: 1639 | დაამატა: interclub | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: