პარასკევი, 2024-04-19, 4:55 AM
მოგესალმები Guest | RSS


შესვლის ფორმა
ძებნა


საერთაშორისო გვერდები















ჩანაწერების არქივი







ჩვენი გამოკითხვა
ვის უფრო მეტ ნდობას უცხადებთ?
სულ პასუხი: 43

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2010 » იანვარი » 23 » საახალწლო მილოცვები
5:12 PM
საახალწლო მილოცვები


მარინა ბერიძე
 
საქართველოს მოსახლეობას ვუსურვებდი გაერთიანებულ, მშვიდობიან და ბედნიერ საქართველოში ცხოვრებას. არ არსებობს წელი, რომელსაც არ ქონდეს ცუდი და კარგი, 2009 წელს გავატანდი ღორის გრიპს(იცინის). მაგრამ ეს არის დღე, რომელიც თვითოეულ ადამიანში დადებით ემოციებს იწვევს.
გჯეროდათ თუ არა ბავშვობაში თოვლის ბაბუების?
დიახ, ძალიან დიდხანს მჯეროდა, თუმცა იმ პერიოდში საჩუქრებით მაინცდამაინც ვერ ვიყავით განებივრებულები. ტრადიციებს რაც შეეხება, უკვე თითქმის დამავიწყდა, რადგან ეს ბოლო წლები ახალ წელს ქუჩაში ვხვდები, 31-ში ჯეოსტარის ფინალი გვაქვს და საქართველოს მოსახლეობას იქიდან მივულოცავ ახალ წელს.
ია ფარულავა - პირველ რიგში ვისურვებდი უკეთესი მომავლის რწმენას, ღმერთის მფარველობას და მადლს. რაც მთავარია ეს წელი მაინც იყოს მშვიდობიანი და ბედნიერების მომტანი. ძველ წელს გავატანდი ფინანსურ კრიზის ყველანაირ ნეგატივს. რაც ამ წელმა მოგვიტანა და ჩვენდა სამწუხაროდ დაგვიტოვა.
ახალი წლიდან შემოქმედებითად ხომ არ გეგმავთ რამეს?
არანაირი სურვილი არ მაქვს გამოვჩნდე რაიმე კუთხით ქართულ შოუბუზნესში.

თიკა ჯამბურია- ჩემთვის ეს წელი იყო ყველაზე წარმატებული რადგან ჩემი მომავალი ჩემთვის უსაყვარლეს ადამიანს დავუკავშირე, თუმცა იყო ისეთი მოვლენები, რომელმაც ბევრი ცუდი რამ დაგვიტოვა, აქედან გამომდინარე მივულოცავ ყველას ახალ წელს და ვუსურვებ გაბრწყინებულ საქართველოში ცხოვრებას. თრადიციებს რაც შეეხება რაიმე განსაკუთრებული თრადიცია არ გვაქვს,
თამრიკო ჭოხონელიძე
ქართველ ხალხს პირველ რიგში ვუსურვებდი იმას, რომ დავკარგეთ ერთმანეთის მიმართ კეთილ განწყობა, გავთითოკაცდით, რაც ძალიან ცუდია, აი ამას ვისურვებდი, გამქრალიყოს ზიზღი, რაც ამ ბოლო პერიოდში ჩვენდა გასაკვირად გაჩნდა ადამიანებს შორის და მე მჯერა, რომ ქართველი ერი ამ პრობლემას დაზლევს და ისევ სემობრუნდება ერთმანეთისაკენ. მე უკვე ეჭვი მეპარება, რომ ჩვენ საქართველო გვიყვარს, ამ ეჟვის გაჩენა არის ძალიან საშინელი რამ, სწორედ ამ ეჭვის დამარცხებას ვისურვებდი. კიდევ ვისურვებდი იმასაც, რომ კულტურის სფერო, რომელიც ძალიან დიდი ტრადიციების მქპონეა გადადიდგას სასურველი ნაბიჯები, რადგან დღეს აღარაფერი არ ხდება ამ კუთხით, გარდა იმის, რომ ტელევიიზიით გამოდიან და ყვირიან იმას ვაკეთებთ, ამას ვაკეთებთო. უფლის შემწეობას ვუსურვებდი ქართველ ერს, რადგან ჩვენ ღვთის შვილები ვართ, მშვიდობას, სიუხვეს. თრადიციებს რაც შეეხება ძალიან არ მომწონს ბოლო დროს გავრცელებული ტენდეციები, ანუ ქუჩაში ახალი წლის შეხვედრა, ჩვენ ხომ გვქონდა და გვაქვს კიდევაც არაჩვეულებრივი სახლში შეხვედრის ტრადიციები?
ლადო ვარძემაშვილი- პირველ რიგში ვუსურვებდი საქართველოს გამთლიანებას, ტერიტორიების აღდგენას, ეკონომიკურ წინსვლას. მოსახლეობას კი ვუსურვებდი პირველ რიგში ჯანმრთელობას, ბედნიერებას და იმ ტკივილების მოშუშებას რომელიც ამ წელმა მოგვიტანა.

 

 

ნანახია: 4397 | დაამატა: interclub | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
0  
1 dato   (2010-01-25 12:09 PM) [Entry]
magari gazetia. kargi masalebi gaqvt

სახელი *:
Email *:
კოდი *: