სამშაბათი, 2024-04-16, 9:24 PM
მოგესალმები Guest | RSS


შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ზოორუბრიკა [3]
ზოგადად ცხოველთა სამყარო
ალკოჰოლიზმი [1]
აჰკოჰოლიკები
მედიცინა & ჯანმრთელობა [1]
მედიცინა და ჯანმრთელობაში გაეცნობით სხვადასხვა დაავადებების მიმოხილვას, მავნე ჩვევებზე დამოკიდებულებას, სასარგებლო რჩევებს და აგრეთვე პროფილაქტიკას.
ძებნა


საერთაშორისო გვერდები















ჩვენი გამოკითხვა
ვის უფრო მეტ ნდობას უცხადებთ?
სულ პასუხი: 43

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » სტატიები » ზოორუბრიკა

სპანიელი (ძაღლი)
 ამჯერად შემოგთავაზებთ ძაღლის ,,სპანიელი”-ს, ,,სიამის” და ,,აბისინიური” კატის ჯიშს.
 ძაღლი სპანიელი- სპანიელის სამშობლოდ ესპანეთი ითვლება,  პირველად ეს ჯიში ესპანეთში XV-XVI- საუკუნეებში გამოჩნდა და ამ ქვეყნიდან გავრცელდა ეს ჯიში ჯერ საფრანგეთში,შემდეგ იტალიაში, ინგლიშში და სხვა ყვეყნებში. ინგლისში სპაინელის ჯიშის ათამდე სახეობა გამოიყვანეს, კოკერი, სპრიგერი, ფელდი და სხვა... ხოლო რუსეთში 19 საუკუნეში გამოჩნდა. მაგრამ სპანიელს მაშინ სანადიროდ არ იყენებდნენ, რაგდან ისინი მდევრებმა შეავიწროვეს. Aამ ჯიშის მიმართ დიდი ინტერესი სამამულო ომის შემდგომ გამოვლინდა. Uუცხო ქვეყნებიდან რუსეთში შემოიყვანილი იქნა სუფთა ჯიშის კოკერსპანიელი სანაშენოდ და მასზე დამყარებით გამოიყვანეს ახალი ჯიში, რომელსაც შემდგომ რუსული სპაინელი უწოდეს, იგი ადვილად შეეგუა იქაურ კლიმატურ პირობებს და გამოიყენება ფრინველზე სანადიროდ.
 სპანიელის ძაღლი საშუალო ზომისაა, ოდნავ დაბალი და ცოტათი გაწელილი.  Xვადების სიმაღლე მინდაოში 38- 44 სმ-ია. ძუების 36 42 სმ. იგი დამჯერი მოძრავი, ენერგიული და გამძლეა სამუშაო პირობებში. ფერით შეიძლება იყოს ერთი, ორი ან სამფერიანი, გვხვდება შავი, წითური, ყავისფერი, ნაცრისფერი შავში და ყავისფერი ჩალისფერში, ან თეთრი ლაქებით. ტანზე გრძელი ბეწვით, რბილი, სწორი და ოდნავ ტალღოვანი, ყურებზე და უკანა ფეხებზე წარმოიქმნება ნავარცხნები, ეგრეთწოდებული ,,შარვალი”. Mმას ძვლოვანი და კუნთოვანი სისტემა კარგად აქვთ განვითარებული, კანი მკვრივი ელასტიური და ნაკეცბის გარეშე. თავი გრძელი ძლიერად გამოხატული შუბლით და მკვეთრი გადასვლით გრძელ და ფართე ცხვირზე. ზედა დრუნჩის მოყვანილობა ქვედა ყბას აძლევს მართკუთხა ფორმას. Kკბილები ძლიერი, უმეტესად შავი და ყავისფერი ცხვირის წვერი აქვთ. ყურები გრძელი უსწორდება თვალის დონეს. დაშვებული თვალები ზომიერად მსხვილი და სწორი ჭრილით და მუქი ფერით. Kკისერი კი საშუალო სიგრძის, არა მაღალი. მინდაოს ძვალი ამოწეულია ზურგის ხაზზე ოდნავ ზევით. ზურგი სწორი და განიერი. წელი მოკლე, მსუბუქად ამოზნექილი. მკერდი ღრმა, ფართე, მუცელი კი ზომიერად აკრული. წინა კიდურები ძლიერი აქვს, სწორი და მოკლე, მათი სიგრზე ძაღლის სიმაღლის ნახევარს შეადგენს, კოჭები ოდნავ დახრილი აქვს. Uუკანა კიდურები ძლიერი მუსკულატურითაა და კარგად გამოხატული. სახსრის კუნთები დასმული, ცოტა ფართოდ ვიდრე წინა თათები. თათები ოვალურია და შეკრული ფალანგებით, ფალანგებს შორის აქვთ ხშირი თმის საფარველი. Kკუდი სქელი და როგორც წესი კუდს აჭრიან ნახევარ სიგრძეზე.
Mმოვლა: ძაღლი ძალიან დიდ Yყურადღებას მოითხოვს, მითუმეტეს თუ მას პატარა ასაკიდან აიყვანთ. Mმას 22 დღის ასაკში ეძლევა ანტიჰელმიდური საშუალება, ხოლო 1,5 თვის ასაკიდან უნდა გაუკეთდეს კომპლექსური ვაქცინაცია. სულ სამი აცრა კეთდება 15 დღის ინტერვალით. Bბოლოს კი კეთდება ცოფის ვაქცინა. ცოფის ვაქცინა თერთმეტი თვის მანძილზე მოქმედებს, ამიტომ ყოველი თერთმეტი თვის შემდეგ საჭიროა რევაქცინაცია. რაც შეეხება მოვლის პროცედურებს, ძაღლის დაბანვა ხდება როგორც წესი თვეში ერთხელ, მათთვის განკუთვნილი სპეციალური შამპუნებითა და საპნებით. Aანტიპარაზიტული საშუალებით დამუშავება 2 თვიდანაა შესაძლებელი, უფრო პატარა ასაკისთვის კი საჭიროების შემთხვევაში არსებობს სპეციალერი ფხვნილებიც. ძაღლის ბეწვის საფარველი კი ძალიან დიდ ყურადღებას მოითხოვს, თუ ბეწვი ბზინვარე და ელასტიურია, ეს მიუთითებს ძაღლის ჯანმრთელობაზე, ხოლო თუ ბეწვი მკვდარი და უხეშია მას სასწრაფოდ უნდა მიაქციოთ ყურადღება. Aასევე საჭირია ბეწვის ხშირი გამოვარცხნა სპეციალური სავარცხლით, რათა მკვდარი ბეწვი მოცილდეს. D არ გადავიწყდეთ მათი ხშირი სეირნობა რაც მათ ძალიან უყვართ. Aასევე პერიოდულად უნდა Dდაუმოკლოდ ბრჭყალები, მათი გაზრდა ხელს უშლით სიარულში და დისკომფორტს უქმნით. Dდამოკლება სპეციალური მაკრატლით ხდება და აუცილებლად ვეტერინარმა უნდა გააკეთოს ეს
კატეგორია: ზოორუბრიკა | დაამატა: interclub (2009-12-17)
ნანახია: 1470 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
0  
2 ekaterine   (2011-05-17 6:22 PM) [Entry]
chemic asetia titqmiis
dzalian miyvars dzaglebi da katebiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiii
iiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiii
iiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiii iiiii
iiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiii iiiiiiiiii
iiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiii
iiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiii iiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiii
vgijdebi pirdapir

0  
1 beqa   (2010-01-02 2:00 PM) [Entry]
kargia martla sauketeso gazetia

სახელი *:
Email *:
კოდი *: