შაბათი, 2024-05-04, 2:25 PM
მოგესალმები Guest | RSS


შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ზოორუბრიკა [3]
ზოგადად ცხოველთა სამყარო
ალკოჰოლიზმი [1]
აჰკოჰოლიკები
მედიცინა & ჯანმრთელობა [1]
მედიცინა და ჯანმრთელობაში გაეცნობით სხვადასხვა დაავადებების მიმოხილვას, მავნე ჩვევებზე დამოკიდებულებას, სასარგებლო რჩევებს და აგრეთვე პროფილაქტიკას.
ძებნა


საერთაშორისო გვერდები















ჩვენი გამოკითხვა
ვის უფრო მეტ ნდობას უცხადებთ?
სულ პასუხი: 43

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » სტატიები » მედიცინა & ჯანმრთელობა

მედიცინა & ჯანმრთელობა
 რუბრიკა: მედიცინა და ჯანმრთელობა:  თემის გაგრძელება რა არის ალკოჰოლიზმი
როგორ უყურებს მართლმადიდებლური  ეკლესია მემთვრალეობის ვნებას?
სიონის საკათედრო ტაძრის მოძღვარის, დეკანოზ გიორგი სანამაშვილის გამოხმაურება წინა ნომერში გამოქვეყნებული ალკოჰოლიზმის თემაზე.

    ღვთის მიერ ლამაზად მოწყობილ სამყაროში უფალმა ადამიანს ყველაფერი კეთილად მისცა. დაუმორჩილა რა ყოველი ქმნილება იგი სამყაროს გვირგვინად აქცია, ამით უფალს სურდა რომ მის მიერ ხატად შექმნილ ადამიანს ის ნეტარება და სრულყოფილება განეცადა რასაც უფალი განიცდიდა. წმინდა წერილი ამბობს "ვერ იკმარა ღმერთმა საკუთარი თავის ჭვრეტა და სათნო იყო თავის მსგავსი ადამიანი შეექმნა, რომელიც სრულყოფილების საფეხურს მიაღწევდა”, მაგრამ სამწუხაროდ ცოდვით დაცემამ მძიმე შედეგები აჩვენა და კატასტროფამდე მიიყვანა კაცობრიობა, გაუკუღმართდა და დაკნინდა ადამიანი და მასთან ერთად სამყარო. ადამიანმა თვალი მოაშორა რა ღმერთს, მის მშობელს ამით გააბატონა წუთისოფლის ხელმწიფე-ეშმაკი და თაყვანი სცა მას. მაცხოვარმა წუთისოფელში მოსვლით კვლავ აღადგინა  ცოდვის მწუხარებით დამძიმებული კაცობრიობა, მისცა რა ადამიანს თავისი ხორცი და სისხლი ამით კვლავ აღუდგინა შვილობის მადლი  და მისცა მას განღმრთობის საშუალება. საიდუმლო სერობაზე წარმოთქმული სიტყვებით მაცხოვრმა განახლება მოუტანა კაცობრიობას, მიუთითა რა პურზე, მადლობა შესწირა შემოქმედს,  აკურთხა და წმინდა Hჰყო პური იგი და თქვა ”მიიღეთ და სჭამეთ ეს არის ხორცი ჩემი თქვენთვის განტეხილი მოსატევებლად ცოდვათა”, შემდეგ აიღო სასმისი, აკურთხა, წმინდა ჰყო და თქვა "სვით ამისგან, ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქმისა  თქვენთვის და მრავალთათვის დათხეული მისატევებლად ცოდვათა.  აი უკვე ოცდამეერთე საუკუნეა გვესმის ეს სიტყვები ეკლესიაში რომელიც განწმენდს სასმელს, მაცხოვრის სისხლად გადააქცევს რა მას, მაგრამ ადამიანს რომელსაც ცოდვის საბურველი აქვს ჩამოფარებული დ ავერ აცნობიერებს ცოდვას და მადლს ის ვერც ამ დიადი მაცხოვრის სიტყვებს იღებს ყურთ და წმინდა სასმელს ხშირად ცოდვის წყაროდ აქცევს, ამ მძიმე ცოდვას კი მემთვრალეობა ეწოდება. ხედავ ადამიანო? უფალმა ღვინოს წმინდა სისხლი უწოდა და ამით ადამიანებს განწმენდა აღუთქვა შენ კი რომელიც უზომოდ ეწაფები ამ სასმელს და ბილწავ წმინდა სითხეს წარმოგიდგენია რამხელა რამხელა უბედურებაში უგდებ თავს?
    პავლე მოციქული ამბობს "მარადის მღვიძარენი იყავით და გონებით სრულნი”, რასაც მემთვრალე ადამიანებზე ვერ ვიტყვით.  როგორც ამას წმინდა ბასილი დიდი ამბობს "მემთვრალენი გლოვის ღირსნი არიან ვინაიდან მემთვრალეობა არის უკეთურებისა დედაი, სათნოებისა წინააღმდგომი, ახოვანს მოშიშ ყოფს, პატიოსანს ურცხვინო ყოფს, წმიდასა ბილწ ყოფს, სიმართლე არ იცის, სიბრძნეს განაქარვებს. როგორც წყალს შეუძლია ცეცხლი ჩააქროს ასევე მემთვრალე ღვთის მადლს შრეტს, თავისი სულიდან აცარიელებს რა ამით მას ეშმაკის სადგურად ყოფს.
    ერთხელ იოანე კრონშტანდელი ეტლით გზად მიდიოდა, მის წინ მიცვალებულს მიაცილებდნენ. წმინდა მამა გაოცებული შეჰყურებდა ცხედარს. მას კითხეს-რატომ უყურებდა ასე გაოცებული მიცვალებულს. წმინდა მამამ მიუგო-ახლა მე ვხედავ მიცვალებულის სულს რომელსაც ეშმაკები ჯოჯოხეთისკენ მიაქანებენ, მისი სული ალკოჰოლის ნისლშია გახვეული. Aაი სადამდე მიყავს მემთვრალეობის დემონს ადამიანის სული, იგი მას სამუდამოდ წარწყმედას უქადის. Pპავლე მოციქული ამბობს: "არცა მემთვრალეთა დაიმკვიდრონ  სასუფეველი ცათა” მემთვრალეს უფალთან წილი არა აქვს, მას ეშმაკი აურჩევია თავის მეგზურად და თავისი ნებით უთქვამს უარი უფლის კაცთმოყვარებაზე.
    იყო ერთი ეგვიპტელი ბერი, რომელსაც ეშმაკი მოსვენებას არ აძლევდა. ერთხელ ეშმაკი გამოეცხადა ბერს და უთხრა: მოდი ღვთის წმინდა კაცო სამ ცოდვას შემოგთავაზებ შენ რომელიმე მათგანი აირჩიე და მე აუცილებლად დაგეხსნებიო. აი ეს სამი ცოდვა: ან კაცი მოკალი, ან იმრუშე, ან ღვინო დალიე და დათვერიო. ბერმა იფიქრა: კაცს თუ მოვკლავ საშინელ ცოდვაში ჩავვარდები თანაც ასეთი რამე ჩემს ბუნებაში არ არისო, მრუშობის ვნება კი შემოდის ჩემს ფიქრში მაგრამ  ეს თუ საქმით აღვასრულე ღვთის მადლს განვაშორებ ჩემგან. მოდი დავლევ, დავთვრები შემდეგ დავიძინებ და ამით დასრულდება ყველაფერიო. ბერი ქალაქის ერთ სამიკიტნოში შევა დალევს ღვინოს და ამ დროს ლამაზი ქალი მიუჯდება გვერდით, ცოტა ხანში შინ გაყოლას მოთსხოვს, ბერიც მორჩილად გაყვება და ცოდვით დაეცემა მასთან , ამ დროს სახლში ქალის ქმარი მოვა, ეს ბერი ადგება და მოკლავს მის ქმარს. ამით კი ეშმაკმა სამივე შეთავაზებული ცოდვა ჩაადენინა ბერს და დაღუპა მისი სული.
    პავლე მოციქული ბრძანებს თავის ეპისტოლეში: "ნუ დაითვრებით ღვინითა რომლითა არს სიბილწე. ღვინო ბინდავს კაცის გონებას რომელიც მას დღენიადაგ სიფხიძლეში და მღვიძარებაში უნდა ყავდეს მოყვანილი, აჩლუნგებს კაცის აზროვნებას და ბრძოლის გარეშე ბარდება ეშმაკს.
    წმ. ბასილი დიდი მემთვრალეზე საუბრობს: ”ჰოი საქმე საწყალობელი წინაშე თვალსა ქრისტიანეთასა! როდესაც ჭაბუკს, ძლიერი აღნაგობის მქონეს მითრევით მიაცილებს ვიღაც სახლამდე, რადგანაც სიმთვრალის გამო ვერ დგას ფეხზე, რომელიც სიფხიზლეში თავისი აღნაგობით პატივისცემით იმსახურებდა და ახლა ხალხის დასაცინი ხდება, ასეთი ადამიანი მახვილის გარეშე არის მოწყლული, ბრძოლის გარეშე არის მკვდარი, ბორკილები არა აქვს დადებული და სიმთვრალის ბორკილით არის დაბორკილი. სასმელის ტყვეობაში მყოფ ადამიანზე სასაცილო არაფერია.”
     მემთვრალეობა გონებისა დამაქცეველ არს, სულისა განმხრწნელი, უდროო სიბერე მიმსგავსებული მკვდართა, მსგავსი კერპისა, რადგანაც სხვა არა არის მთვრალი თუ არა კერპი? "პირ აქვთ დ ავერ იტყვიან, თვალ აქვთ და ვერ ხედვენ, ყურ აქვთ და არა ესმით.”


                    რა არის ქრონიკული ალკოჰოლიზმი?
   გაზეთის წინა ნომერში ვისაუბრე რა არის ა;ლკოჰოლიზმი, როგორ შეიწოვება და რისი საშუალებით გადამუშავდება ორგანიზმში ეთილის სპირიტი და შეგპირდით რომ შემდგომში ვისაუბრებდი ქრონუკულ ალკოჰოლიზმზე, გამოზარხოშების ანუ "პახმელიის” სინდრომზე, როგორ აზიანებს ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება ნერვულ სისტემას.
   ქრონიკული ალკოჰოლიზმი პროგრედიენტულად მიმდინარე ფსიქიკური დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ალკოჰოლისადმი პათოლოგიური ლტოლვის, ფსიქიკური და ფიზიკური დამოკიდებულების ჩამოყალიბებით და თავდება პიროვნების დეგრადაციითა და Qჭკუასუსტობით.
        როგორ მოქმედებს ალკოჰოლის მოქმედება ნერვულ სისტემაზე?
   ალკოჰოლი  წარმოადგენს ნერვული სისტემისათვის დამთრგუნველ, დამანგრეველ აგენტს, რომელიც აფერხებს მის მუშაობას და არღვევს მთელი ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას. ამ დროს თავის ტვინის ყველა უბანი ერთნაირად არ ზიანდება. ალკოჰოლის მცირე დოზა აზიანებს ტვინის იმ უბანს რომელიც  მაკონტროლებელია  სხვადასხვა ქცევების დამუხრუჭებაზე. (ამის გამოა რომ ზოგიერთი ადამიანი თვლის რომ ალკოჰოლი არის მასტიმულირებელი საშუალება). ალკოჰოლის კონცენტრაციის მომატების შემთხვევაში ადგილი აქვს ტვინის იმ უბნების  ნორმალურად ფუნქციონირების ჩახშობას რომელიც პასუხისმგებელია ზოგადად მთელი სხეულის ჯანსაღ ფუნქციონირებაზე. სისხლში ალკოჰოლის მაღალი კონცენტრაციის დროს აღინიშნება იმ უბნის ნორმალური ფუნქციონირების მოშლა რომელიც აკონტროლებს სუნთქვას, საბოლოო ჯამში შეიძლება ადგილი ჰქონდეს სიკვდილიანობას გამოწვეულს სუნთქვის გაჩერებით.
    ალკოჰოლის ზემოქმედების დროს თავის ტვინზე ზიანდება ტვინის უჯრედების მემბრანის სტრუქტურა და ფუნქცია, ირღვევა ნეირონების მიერ იმპულსების გადაცემის პროცესი. ალკოჰოლი მოქმედებს აგრეთვე ნეირომედიატორებზე, რომლებსაც გადააქვთ ინფორმაციული იმპულსები ნეირინებიდან ნეირონებზე. ალკოჰოლის დამახასიათებელი თვისებაა სწრაფად გამოიწვიოს მიჩვევა. ზოგჯერ ხდება ისე რომ ზოგიერთი ადამიანისათვის მცირე რაოდენიბით ალკოჰოლის გამოყენების დროს ვითარდება მიჩვევა უფრო სწრაფად ვიდრე სხვა ადამიანებში  ალკოჰოლის დიდი კონცენტრაციით მიღების დროს. ეს გამოწვეულია სხვადასხვა სუბიექტური თუ ობიექტური ფაქტორებით.
           რა სტადიებს არჩევენ ქრონიკული ალკოჰოლიზმის, როგორც ფსიქიკური დაავადების მიმდინარეომაში?
   ქრონიკული ალკოჰოლიზმის, როგორც ფსიქიკური დაავადების მიმდინარეობაში არჩევენ სამ სტადიას.
   პირველი ანუ ნევრასთენიული სტადია ხასიათდება ალკოჰოლისადსმი პირველადი პათოლოგიური ლტოლვის გაჩენით, მის მიღებაზე კონტროლის დაკარგვით, ტოლერანტობის ზრდით ალკოჰოლური სასმელების მიმართ და ალკოჰოლური ამნეზიების არსებობით.
           როგორ ყალიბდება პირველი სტადია?
    ეს სტადია ყალიბდება ალკოჰოლური სასმელების მრავალწლიანი სისტემატიური მიღების შედეგად. ადამიანს ამ შემთხვევაში თრობის მისაღწევად დიდი რაოდენობით სასმელი სჭირდება და შესწევს უნარი  "კარგად აიტანოს” – იგი ღებინების რეფლექსის მოშლის გამო.
           რა სიმპტომები იჩენს თავს ამ სტადიაში?
    ამ დროს ქვეითდება პიროვნების კონტროლი სიტუაციაზე. ალკოჰოლურ ეიფორიას ცვლის გამღიზიანებლობა, ღრმა ასთენია, მომხდარი მოვლენების ნაწილობრივი ამნეზია-"პერფორაციული ამნეზია”. ავადმყოფი ეძებს დალევის საბაბს, პირველი იწყებს სმას, ცდილობს დალიოს სხვაზე მეტი, პიროვნებაში ჩნდება "ახალი” თვისებები: სიცრუე, ტრაბახი, შემაწუხებელი მრავალსიტყვაობა.
    მეორე ანუ ნარკომანიულ სტადიას ახასიათებს აბსტინენტული ("პახმელიის”) სინდრომის ჩამოყალიბება, ალკოჰოლის პერმანენტული მიღება. აბსტინენციური ანუ გამოზარხოშების (”პახმელიის”) სინდრომი ესაა ალკოჰოლისადმი ორგანიზმის ფიზიკური დამოკიდებულების მაჩვენებელი. ალკოჰოლის მიღების შეწყვეტის შემთხვევაში 12-24 საათის შემდეგ ვითარდება ტაქიკარდია, თავის ტკივილი, კიდურების და ენის წვერის ტრემორი, არტერიული ჰიპერტენზია, გამოხატულია მადის დაქვეითება, ფაღარათი, უძილობა. დაავადების პროგრესიასთან ერთად აბსტინენციური ანუ ეგრეთ წოდებული "პახმელიის” სინდრომი მყარ საფუძველს ღებულობს და მისი მოხსნისათვის ავადმყოფი პერმანენტულად ღებულობს ალკოჰოლურ სასმელს. მეორე სტადიაში ძალიან ხშირია ალკოჰოლური ფსიქოზის განვითარება.
              რა არის გამოზარხოშების ("პახმელიის”) სიმპტომები?
    აბსტინენციის ანუ გამოზარხოშების ტიპიური სიმპტომებია: თავის ტკივილი, გულისრევა ანუ "მგრძნობიარე კუჭი”, ზოგადი დაუძლურება, ტეხვა მთელს სხეულში როგორც გრიპის დროს, გულგიცხობა, ხელების კანკალი.
              რა არის მიზეზი ამ უსიამოვნო სიმპტომებისა?
   ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია რამდენიმე ფაქტორი, პირველ რიგში-უმეტესობა სპირტიანი სასმელებისა შეიცავს ფერმენტაციის გვერდით პროდუქტებს მინარევების სახით, რომელიც აძლევს ყოველი სახის სასმელს დამახასიათებელ გემოს. ეს ნივთიერება წარმოადგფენს ერთ-ერთ მიზეზს აბსტინენციისას. საერთოდ რაც უფრო მუქია სასმელი მით მაღალია მინარევების შემცველობა მასში. Mაგრამ, უნდა აღინიშნოს რომ სუფთა სამედიცინო სპირტიც იწვევს აბსტინენციას, იმიტომ რომ ალკოჰოლის გახლეჩვის პირველი ეტაპისას ღვიძლში წარმოიქმნება აცეტალდეჰიდი, ტოქსიკური ნაერთი, რომელიც ასევე იწვევს აბსტინენციას. აცეტალდეჰიდი უერთდება სისხლის ცილებს რის შედეგადაც წარმოიქმნება ნარკოტიკი, რომელიც ზრდის ლტოლვას ალკოჰოლისადმი. სწორედ ამიტომ არის ძნელად დასაძლევი დალევის სურვილი.
მეორე მიზეზი აბსტინენციის ანუ გამოზარხოშების სინდრომისას წარმოადგენს გაუწყლოვება, გამოწვეული ალკოჰოლის დიურეტიკული თვისებებიდან. ( მაგრამ ქრონიკული მსმელები არიან მიდრეკილი შეაკავონ ორგანიზმში წყალი).
         რა გზა  არსებობს იმისათვის რომ ავიცილოთ გამოზარხოშება ("პახმელია”)? 
    ამისთვის საუკეთესო გზა არის ვსვათ ზომიერად, გაუწყლოვებისაგან თავის დასაცავად სასარგებლოა დიდი რაოდენობით სითხის მიღება ძილის წინ. ასპირინის მიღებამ ძილის წინ შეიძლება თავიდან აგვაცილოს თავის ტკივილი დილით მაგრამ შეიძლება გამოიწვიოს კუჭის გაღიზიანება. ყველაზე ცუდი რათა ადამიანმა თავიდან აიცილოს "პახმელიის” სინდრომი არის რაიმე სპირტიანის დალევა, რომელსაც შემდგომ მოსდევს  ალკოჰოლური თრობა, ისევ "პახმელია”, ისევ ალკოჰოლი და ასე შემდეგ, და ასე შემდეგ. ასეთნაირად იკვრება "მანკიერი წრედი”-ალკოჰოლიზმის ძირითადი წამყვანი ფაქტორი.
     მესამე ანუ ენცეფალოპათიური სტადია- ალკოჰოლური სასმელისადმი ტოლერანტობის დაქვეითებით, განუწყველელი ლოთობით და პიროვნების დეგრადაციით ხასიათდება. "პახმელიის” სინდრომის მოსახსნელად ალკოჰოლის მცირე დოზაც საკმარისია.
     რა სიმპტომებით ხასიათდება ალკოჰოლიზმის მესამე, ენცეფალოპაიური  სტადია?
     ესენია: ინტელექტის, მეხსიერების, ემოციურ რეაგირებათა უხეში დარღვევები. ალკოჰოლის ტოქსიკური ზემოქმედების შედეგად შინაგან ორგანოებზე ყალიბდება მიოკარდიტი, ქრონიკული ჰეპატიტი, ციროზი, გასტრიტი, პოლინევრიტი, იმპოტენცია.
    ქრონიკული ალკოჰოლიზმის მეორე და მესამე სტადიაში შეიძლება განვითარდეს ალკოჰოლური ფსიქოზი. ალკოჰოლურ ფსიქოზს ეკუთვნის თეთრი ცხელება (დელირიუმ ტრემენს)-ანუ ალკოჰოლური ჰალუცინოზი.
    რა არის თეთრი ცხელება (დელირიუმ ტრემენს)?
      თეთრი ცხელება არის ყველაზე მძიმე ფორმა ალკოჰოლური ინტოქსიკაციისა. ინტენსიური მედიკამენტოზური მკურნალობისას თეთრი ცხელების დროს ადგილი აქვს სიკვდილიანობას 1-2% შემთხვევებში., მკურნალობის გარეშე სიკვდილიანობის მაჩვენებელი შეიძლება გაიზარდოს 20%-მდე. სიტყვა "დელირიუმ” ნიშნავს ჰალუცინაციებს, აზროვნების დაბნელებას და დეზორიენტაციას.  სიტყვა  "ტრემეს” აღწერს კანკალს, აგზნებადობას, გახშირებულ პულსს, სისხლის მაღალ წნევას და მტვრევას (ტეხვას) მთელს  ორგანიზმში
    როგორია ალკოჰოლის ინტენსიური მოხმარების შედეგი?
  ზოგიერთი გამოკვლევებით ადგილი აქვს ტვინის ფუნქციის მოშლას, ზოგჯერ ის შეპირობებულია ტვინის დიდი ჰემისფეროების ქერქის ("მოაზროვნე” უბნის) დაზიანებასთან. ახალგაზრდა ადამიანების, რომელიც გარდაცვლილი იყო ალკოჰოლით, თავის ტვინის გაკვეთის შედეგად დადგინდა რომ ხშირად ადგილი ჰქონდა დიდი ჰემისფეროების ქერქის გამოფიტვას, განლევას.
   პერიფერიული ნერვული სისტემა (ნერვები, გამომავალი ცენტრალური ნერვული სისტემიდან) აგრეთვე ზიანდება ალკოჰოლის მიერ, რასაც ეწოდება ალკოჰოლური ნევროპათია. ძირითადი სიმპტომები ამ შემთხვევაში არის: მგრძნობელობის დაკარგვა, დაბუჯება, გაშეშება. (განსაკუთრებით კიდურებისა)

მცდარი წარმოდგენა ანუ მითი # 1-ალკოჰოლი ასტიმულირებსს
რეალობა-ალკოჰოლი თრგუნავს ნერვულ სისტემას, შეგრძნება სტიმულაციისა უზრუნველყოფილია დამუხრიჭების უნარის დაკარგვით.



   შემდეგ ნომერშ მიმოვიხილავთ ალკოჰოლის ზემოქმედებას კუჭ-ნაჭლავის
ტრაქტზე, გულ-სისხლზარღვთა და სასქესო სისტემაზე.



კატეგორია: მედიცინა & ჯანმრთელობა | დაამატა: interclub (2010-01-24)
ნანახია: 2250 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: