პარასკევი, 2024-04-26, 2:29 PM
მოგესალმები Guest | RSS


შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
[12]
ძებნა


საერთაშორისო გვერდები















ჩვენი გამოკითხვა
ვის უფრო მეტ ნდობას უცხადებთ?
სულ პასუხი: 43

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » ფაილები »

იქნება თუ არა ობიექტური ახალი სახალხო დამცველი?!.
2010-01-24, 7:43 PM
იქნება  თუ არა ობიექტური ახალი სახალხო დამცველი?!

რუსუდან კერვალიშვილი: დღეს საქართველოში თვითონ საქართველოს უფლებებია დარღვეული.

ელენე თევდორაძე: პოლიტიკური პროცესები ხშირად ხდება ადამიანის უფლებების დარღვევის ცენტრი.

ჯონდი ბაღათურია: სიტუაცია გაცილებით უკეთესი იქნება, თუ ასეთ უსამართლო ქვეყანაში სახალხო დამცველის უფლებების კანონით გაზრდა მოხდება.

გიორგი ტუღუში ხელისუფლებამ პირდაპირ დანიშნა  სახალხო დამცველის თანამდებობაზე.

2009 წლის 19 ოქტომბერს თბილისი მარიოტში გაიმართა პროექტი ,,სახალხო დამცველის აპარატის ხელშეწყობა” რომლის დაფინანსებასაც ევროკავშირი ანხორციელებს, ამასთან ქართველი პოლიტიკოსების, არასამთავრობო ორგანიზაციების და ჟურნალისტების წინაშე წარსდგა ახალი სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში, მან გარკვეულწილად შეფასება გააკეთა სახალხო დამცველის ინსტიტუტის მუშაობის შესახებ, თან ისაუბრა თავის სამომავლო გეგმებზე და სტრატეგიებზე. გთავაზობთ საზოგადოებისათვის ცნობილი პოლიტიკოსების შეფასებებს სოზარ სუბარის, როგორც სახალხო დამცველის მუშაობის პერიოდზე და ასევე თუ რას ფიქრობენ ბატონ ტუღუშის შესახებ.

რუსუდან კერვალიშვილი:
ქ-ნო რუსუდან როგორ ფიქრობთ, რამდენად აქტუალურია დღეს საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევა?
დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში თვითონ საქართველოს უფლებებია დარღვეული, როგორც ქვეყნის და ქვეყნის ყოველი მოქალაქის. მე დღევანდელი დღე იმედს მაძლევს, რომ საქართველოში ყველა ადამიანის უფლება მიუხედავად მათი დამოკიდებულებისა ყველაფრის მიმართ, იქნება დაცული. ჩემთვის ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. რადგან ამაზე ღირებული დღეს არაფერი არაა.
რა გაძლევთ ამის თქმის საბაბს?
ამის თქმის საბაბს მაძლევს ის რომ ის ინსტიტუტები, რომელიც არის საერთაშორისო, მხარს უჭერს ადამიანის უფლებების დაცვას და საქართველოს მომავალი დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად იქნება ადამიანის უფლებები დაცული. სხვანაირად საქართველო ვერ გახდება თანაბარი წევრი ევროპის და მთელი მსოფლიოს ცივილიზაციაში.
თავი რომ დავანებოთ ცნობილ მოვლენებს, რაც აგვისტოს ომს უკავშირდება ამის გარდა, ძალიან ხშირად სოზარი გამოდიოდა განცხადებებით და ადამიანის უფლებების დარღვევაში ხელისუფლებას ადანაშაულებდა..
სახალხო დამცველი პირველ როგში არის ხალხის დამცველი, ყველა რანგში. თვითოეულ ჩვენთაგანს უნდა სწამდეს რომ მას დაიცავს სახალხო დამცველი. მე არ მინდა შევაფასო სოზარის პოლიტიკური მხარე, მაგრამ მიმაჩნია რომ ეს პერიოდი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ისტორიაში და ვთვლი რომ მის მიერ გატარებული ხაზი როგორც ადამიანის უფლებების დაცვისა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, თუ გვინდა რომ ადამიანის უფლებები დაცული იყოს საქართველოში. ვფიქრობ გიორგი ტუღუშს შეუძლია ღირსეულად გაუძღვეს საქართველოში სახალხო დამცველის ინსტიტუტს მას ამის დიდი გამოცდილება აქვს.

ელენე თევდორაძე
მთელი თქვენი პოლიტიკური მოღვაწეობა მოიცავს ადამიანის უფლებების დაცვას, გააკეთეთ პატარა შეფასება რა შეიცვალა და რა დარჩა შეუცვლელი?
ავღნიშნავ რომ სამწუხაროდ დიდი მიღწევები ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში დღესაც ნაკლებად გვაქვს. 15 წლის წინათ, როდესაც მე დავიწყე მოღვაწეობა, მაშინ სახალხო დამცველის ინსტიტუტი საერთოდ არ არსებობდა. რა პრობლემებიც მაშინ გვქონდა იგივე საკითხებზე დღესაც არსებობს პრობლემები. განსაკუთრებით ეს უკავშირდება ცნობილ ჩადებებს, ნარკოტიკების და იარაღების. უსამართლობის ეს მომენტი დღესაც სამწუხაროდ არ შეცვლილა უკეთესობისკენ. ერთადერთი რაც შემიძლია ავღნიშნო, ჩვენ წლების განმავლობაში სერიოზული პრობლემები გვქონდა წინა დაკავების საკნებთან, როცა დაკავებულ ადამიანებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ რათა მათ ეღიარებინათ ის ბრალეულობა, რომელიც არ ჩაუდენიათ. ეს ნამდვილად აღკვეთილია და სხვათაშორის სოზარ სუბარის დამსახურებაცაა, მაგრამ ამდაგვარმა ქმედებებმა უკვე ციხეებში გადაინაცვლა. Gგასაგებია რომ იყო სერიოზული ბრძოლა ეგრეთწოდებულ ,,შავ სამყაროს” მიმართ, მაგრამ ჩემთვის ყოველთვის ადამიანი ადამიანია, ეს იქნება ქურდი თუ სხვა დანაშაულის ჩამდენი, ვთვლი რომ კანონით უნდა დაისაჯოს, მაგრამ ეს კანონი მათ მიმართ სწორედ უნდა იყოს გამოყენებული. რაც შეეხება სოზარის მუშაობის პერიოდს, ხშირად მესმოდა, რომ ის იყო ძალიან პოლიტიზირებული, მე ამას ვერ ვხედავდი, იმიტომ რომ პოლიტიკური პროცესები ხშირად ხდება ადამიანის უფლებების დარღვევის ცენტრი. სამწუხაროდ საკითხი როდესაც თვითონ ხელისუფლებას გადააქვს პოლიტიკის რანგში, მაშინ სახალხო დამცველი იძულებულია ამ საკითხში ჩაერიოს. მხედველობაში მაქვს ის გახმაურებული მკვლელობები რომელიც ჩემი აზრით არა სამართლიანი იყო.
როდესაც სახალხო დამცველი აკეთებს პიოლიტიკურ განცხადებებს ეს არ ნიშნავს პოლიტიკურ დაინტერესებას?
 როდესაც სახალხო დამცველი რამდენჯერმე მიმართავს შინაგან საქმეთა მინისტრს და ვერ ხედავს შედეგს, იძულებული ხდება გადადგას პოლიტიკური ნაბიჯები.
 ტუღუში იყო უმრავლესობის მიერ წამოყენებული კანდიდატი, როგორ ფიქრობთ რამდენად ობიექტური იქნება იგი ამ პოსტზე მუშაობისას და შეინარჩუნებს თუ არა ნეიტრალურობას?
 თავის დროზე სუბარიც უმრავლესობის მიერ იყო წარდგენილი, სწორედ მაშინ ჩვენმა კომიტეტმა შესთავაზა სხვა დეპუტატებს მისი კანდიდატურა და სოზარი გავიდა ამ თანამდებობაზე, უმრავლესობის მხარდაჭერით. აქედან გამომდინარე გამიკვირდა, რომ ტუღუშს უმრავლესობის პერსონად მიიჩნევენ. მოდით დაველოდოთ რა მოხდება, მე დარწმუნებული ვარ, რომ გიორგი ტუღუში იქნება ყველასთვის ერთნაირი და ობიექტური სახალხო დამცველი.

ჯონდი ბაღათურია

უნდა შევიდეს თუ არა კანონში ცვლილება სახალხო დამცველის ინსტიტუტის შესახებ? რადგან ბევრი საუბრობს, რომ კანონით სახალხო დამცველს ბევრი უფლებები შეზღუდული აქვს...
ჩვენ ორი ძირითადი პრობლემა გვაქვს, ერთი საკანონმდებლო, რომელიც არც ისე მტკივნეულია, ამ მიმართულებით მას არა უშავს, თუმცაღა არსებობს ამ კანონის აღსრულების პრობლემა. სახალხო დამცველს უნდა ეძლეოდეს კანონით მინიჭებული უფლება მოსილების განხორციელების საშუალება. სიტუაცია გაცილებით უკეთესი იქნება, თუ ასეთ უსამართლო ქვეყანაში სახალხო დამცველის უფლებების კანონით გაზრდა მოხდება, მაგრამ ამას არავითარი მნიშვნელობა არ ექნება თუ ჩვენ ამის რეალურად აღსრულების მექანიზმები არ შემოვიტანეთ. რადგან კანონში ბევრი რამ წერია, მაგრამ არ ხდება მისი შესრულება. ადამიანის უფლებების პრობლემების გადაწყვეტას უნდა სწორი მიდგომა. უნდა მოხდეს ცვლილებები არა მარტო კანონმდებლობაში არამედ სისტემაშიც.
 როგორ შეაფასებდით სოზარის მუშაობას?
 სოზარ სუბარი დასაწყისში ცუდი სახალხო დამცველი იყო, ხოლო შემდეგში უკეთესი. იგი ხელისუფლებამ მოიყვანა ამ თანამდებობაზე. მე მახსოვს როდესაც პირდაპირ საკნებში ხდებოდა პატიმრების ჩახოცვა, მაშინ სოზარი დუმდა. როცა ამაზე პრეტენზია გამოვთქვით მაშინ მან თქვა, რომ ჩუმად იბრძოდა, სინამდვილეში კი სახალხო დამცველი არსად ჩანდა, რაც ძალიან შემაშფოთებელი იყო. თუმცა ეს მდგომარეობა შემდგომში მან გამოასწორა.
 როგორ ფიქრობთ გაამართლებს თქვენს მოთხოვნებს სახალხო დამცველი?
მე მინდა, რომ გაამართლოს რადგან საქმეს ასე სჭირდება. გიორგი ტუღუშს გააჩნია ყველა რესურსი იმისა, რომ იყოს ძლიერი სახალხო დამცველი. თუმცა მასთან მიმართებაშიც არსებობს მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც სოზარსაც ქონდა, გიორგი ტუღუში ხელისუფლების მიერ პირდაპირ არის დანიშნული. ეს კი მნიშვნელოვნად ცვლის ჩემს აზრებს. მინდა მჯეროდეს, გიორგი ტუღუშის სიძლიერის და ობიექტურობის.

                                                                                        სოსო კავკავაშვილი
კატეგორია: | დაამატა: interclub
ნანახია: 1021 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: