პარასკევი, 2024-04-26, 9:21 AM
მოგესალმები Guest | RSS


შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
[12]
ძებნა


საერთაშორისო გვერდები















ჩვენი გამოკითხვა
ვის უფრო მეტ ნდობას უცხადებთ?
სულ პასუხი: 43

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » ფაილები »

ჟურნალისტი დავით სოკოლოვი ოცდათხუტმეტი წელი ტელევიზიაში
2009-12-18, 2:54 PM
 ჟურნალისტი დავით სოკოლოვი ოცდათხუტმეტი წელი ტელევიზიაში
  ,,დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელში რაც სამეურვეო საბჭოს მხრიდან ხდება ეს არასერიოზულობაა და მეტი არაფერი.”
    განსაკუთრებული ხმის ბარიტონით და ამაყი გამოხედვით ,,მოგესალმების ეთერშია საინფორმაციო გამოსვება მოამბე”, ალბათ გაგახსენდათ ეს ქართული ტელევიზიის კორიფე ბატონი დავით სოკოლოვია, პროფესიით მსახიობმა, თავისი კარიერა ერთდროულად მარჯანიშვილის თეატრსა  და საქართველოს რადიოში დაიწყო, დღეს ჩვენი რუბრიკის ,,პროფესია ჟურნალისტის სტუმარია და გვიამბობს როგორი იყო მაშინდელი ტელევიზია, ამავდროულად ტავის მოსაზრებას გამოთქვამს დღევანდელ საზოგადოებრივ მაუწყებლის შესახებ.
როდის გადაწყვიტეთ გამხდარიყავით ჟურნალისტი?
დავამთავრე თეატრალური ინსტიტუტი, შემდეგ რადიოში გავედი კონკურსში, პარალერურად თეატრშიც ვიყავი მაგრამ გამოვიდა კანონი რომლის მიხედვითაც ორ ადგილას მუშაობა არ შეიძლებოდა. მარჯანიშვილის თეატრში ვერავითარი გარანტია ვერ მომცეს შტატში ჩასმისა, ამიტომ იძულებული გავხდი თავი დამენებებინა და რადიოში დავრჩენილიყავი.
    გული არ დაგწყდათ?
რათქმა უნდა გული დამწყდა, შემდგომში კი არ მინანია, რადგან ძალზედ საინტერესო იყო რადიოში მუშაობა. შედარება რომ გავაკეთო ძალიან დიდი განსხვავებაა რადიოსა და ტელევიზიას შორის. ეკრანი გაძლევს იმის საშუალებას რასაც მარტო სიტყვით ვერ გამოხატავ. რადიოში კი პირიქითაა, ყველაფერი შენზეა დამოკიდებული, შენს საუბარზე, ხმის ინტონაციაზე.
რომელი უფრო მნიშვნელოვანი იყო თქვენს კარიერაში რადიო თუ ტელევიზია?
რადიოში თითქმის ერთი წელი ვიყავი უკვე, როდესაც ტელევიზიიდან მოწვევა მივიღე, ეს იყო 1958 წელი. ღა თქმა უნდა საინტერესო იყო ტელევიზია, რადგან საფუძველი მას სწორედ ამ პერიოდში ეყრებოდა.
როგორი იყო თქვენი პირველი ეთერში გასვლა?
მაშინ როგორც ასეთი საინფორმაციო სამსახური არ იყო, იყო მუსიკალური გადაცემა და ინტერვიუები სხვადასხა ადამიანებთან. მაშინ მაგიდასთანაც არ ვიჯექით, ეთერი ფეხზე მდგომებს მიგვყავდა. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ტელევიზიაში რიდისმე მაგიდასთან დაჯდომას შევძლებდით, რადგან ამხელა ეკრანიდან მთელი მოსახლეობა გვიყურებდა და ცოტათი უხერხულიც კი იყო. ტელევიზიაში 17-18 საათი ვმუშაობდით, გადაცემები მაშინ ფუნიკულიორიდან მიგვყავდა. დაახლოებით 40 კვ.მ სტუდია გვქონდა, ჩვენ თითქმის პირველები ვიყავით, ასე ვთქვათ მაშინდელი ტელევიიზიის სახეები, მაშინ იქ მოხვედრა ყველას ოცნება იყო. ნელ-ნელა, მაგრამ შესანიშნავი კოლექტივი ჩამოყალიბდა, როგორებიც არიან ჯანეტა არჩვაძე, ჯულიეტა ვაშაყმაზე კაკო ძიძიგური და ასე შემდეგ, მე ეხლა არ მეგულება რომელიმე ტელევიზიაში მსგავსი პროფესიონალური კოლექტივი რომ იყოს, ეხლა შეიძლება იტრაბახონ რომ ტექნიკა აქვთ. თორემ შემოქმედებითად დატვირთული ადრეულ წლებში უფრო იყო. იგივე ხომ არ შეიძლება ყველამ წაიყვანოს გადაცემა? რომ ვუყურებ ზოგს ბუნებრივი დეფექტი აქვს ზოგმა კითხვა არ იცის. ველაზე დიდი უბედურება კი ის არის რომ ეხლა ყველა გადასულია ინგლისურ დეტონაციაზე, სმენისას იღლება ადამიანი,
 როგორ ფიქრობთ თქვენ რატომ შეგარჩიეს?
არ ვიცი, ალბათ ხმის ტემბრის მიხედვით, ერტს გეტყვით რომ გამიმართლა.
არ გენატრებათ ის დრო?
ღა თქმა უნდა, პრაქტიკულად მთელი ჩემი ცხოვრება ტელევიზიაში გავატარე, 35-წელი ცოტა ხომ არ არის.
 საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენაზე მაშინაც და ეხლაც ტელევიზია დიდ როლს თამაშობს, თუ იყო ისეთი თემები რომელის ექცეოდა ცენზურის ქვეშ?
მთავარია ცენზურას რას დავარქმევთ, იყო კომისია რომელიც გამზადებულ გადაცემას კითხულობდა, რომ არ ყოფილიყო იდეოლოგიური გადახრა, მოდიოდა ხოლმე დირექტივა რა იყო იმ დროს მთავარი და ასე სემდეგ.
საინტერესოა თქვენი აზრი დღევანდელ საზოგადოებრივ მაუწყებლის შესახებ?
 გააჩნია რა კუთხით, დღეს ძალიან დიდი ნაკლებობაა ამ არხსე პროფესიონალიზმის, ეხლა ყველაფერი ზედაპირულად ხდება, რა ტქმა უნდა არის მიკერზოებული, ცალმხრივი, ვფიქრობ რომ მაუწყებელი ნაწილობრივ ითვალისწინებს საზოგადოების აზრს მაგრამ საინფორმაციოს კუთხით არა.
ბატონო დავით კიდევ ერთ საკითხს შევეხოთ, თქვენ როგორ ფიქრობთ სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტება როგორ უნდა ხდებოდეს?
შაზოგადოებრივ მაუწყებელსი რაც სამეურვეო საბჭოს მხრივ ხდება ეს არასერიოზულობაა და მეტი არაფერი. იცით ჩვენ აქაც არა პროფესიონალიზმთან გვაქვს საქმე. არც ერთი წევრი არ არის პროფესიონალი მატ საქმე არ იციან, ეგენი მანდ იმიტომ არიან რომ ზევიდან ვინმე, რომ დარეკავს მათ ის შეასრულონ, ოღონდ კარგად შენიღბული. დღეს ყველგან ხომ დიქტატი არის გამეფებული, დღეს რასაც გიბრძანებენ ის უნდა გააკეთო, აი რომ არავინ ერეოდეს მაშინ სულ სხვა იქნებოდა, საერთოდ ვფიქრობ რომ ამ პირობებში სამეურვეო საბჭოს არსებობას აზრი არა აქვს. მე არ მესმის რას ნიშნავს სამეურვეო საბჭო. დღეს ამ საბჭოს აკისრია ფუნქცია რომ არ მიიტანოს ვინმემ სწორე ინფორმაცია საზოგადოებამდე და გაატაროს ცენზურის ქვეშ. მე ზვიად გამსახურდიამ შემომთავაზა ტელევიზიის ხელმძღვანელობა მაგრამ მე მაშინაც უარი ვთქვი, გარკვეული მიზეზების გამო.

                                                                                                თამუნა გიგანი
კატეგორია: | დაამატა: interclub
ნანახია: 1326 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: